იტალია: მეთორმეტე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ მორიგი იტალიურის ტურის პრევიუს.
ლაციო – იუვენტუსი
სასტარტო 11 ტურში “იუვენტუსმა” “ლაციოზე” 9 ქულით მეტი მოაგროვა. გასაკვირიც არაფერია, “იუვენტუსს” ხომ ჩემპიონატის საუკეთესო თავდასხმისა და დაცვის ხაზი ჰყავს.
რომაელები წარმატების შემთხვევაში თავის მთავარ მტერ, “რომას” დაეხმარებიან. ბუნებრივია საკუთარი ღირსება ამ შემთხვევაში პირველ ადგილზეა, თუმცა “იუვეს” დამარცხება იოლი საქმე ნამდვილად არ არის, რასაც ბოლო წლებში ტურინელები განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ამტკიცებენ საშინაო ასპარეზზე.
ატლანტა – რომა
ტურინელთა მთავარი მდევარი მოახლოებულ ტურში ბერგამოს ესტუმრება, სადაც ურთიერთობას “ატალანტასთან” გაარკვევს. ბერგამოელებმა სასტარტო 11 ტურში მხოლოდ 4 გოლი გაიტანეს, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს 10 ქულის მოგროვება შეძლეს. “ატალანტამ” უკანაკსნელ სამ შეხვედრაში სამი ფრე ითამაშა და წაუგებელი სერიის გაგრძელებას “რომასთანაც” ეცდება, რაც იოლი საქმე ნამდვილად არაა.
მილანი – ინტერი
ტურის ცენტრალურ შეხვედრას “სან სირო” უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ “მილანი” და “ინტერი” წარსდგებიან.
“ინტერის” ფანები მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებული რობერტო მანჩინის ხელმეორე დებიუტს ელიან და ნაცნობ სპეციალისტს დიდ იმედებს უკავშირებენ. მილანური გუნდები საუკეთსო პერიოდს არ განიცდიან და გულშემატკივართა თვალში ღირსების შესანარჩუნებლად სეზონის მთავარი შეხვედრის მოგება ალბათ ერთადერთი საშუალებაა.
გასულ სეზონში “მილანმა” და “ინტერმა” მინიმალური “საშინაო” გამარჯვებები გაცვლაეს. გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია, ხვალ, თბილისის დროით 23:45-დან გახდება ცნობილი.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
22.11 | 21:00 | ატალანტა | 4.40 | 3.40 | 1.90 | რომა | დაწვრილებით | |
22.11 | 23:45 | ლაციო | 3.65 | 3.40 | 2.10 | იუვენტუსი | დაწვრილებით | |
23.11 | 15:30 | ტორინო | 1.95 | 3.40 | 4.10 | სასუოლო | დაწვრილებით | |
23.11 | 18:00 | უდინეზე | 2.00 | 3.30 | 4.05 | კიევო | დაწვრილებით | |
23.11 | 18:00 | პარმა | 2.20 | 3.25 | 3.50 | ემპოლი | დაწვრილებით | |
23.11 | 18:00 | ნაპოლი | 1.45 | 4.70 | 8.00 | კალიარი | დაწვრილებით | |
23.11 | 18:00 | ვერონა | 3.30 | 3.30 | 2.25 | ფიორენტინა | დაწვრილებით | |
23.11 | 18:00 | ჩეზენა | 4.00 | 3.25 | 2.05 | სამპდორია | დაწვრილებით | |
23.11 | 23:45 | მილანი | 2.70 | 3.20 | 2.80 | ინტერი | დაწვრილებით | |
24.11 | 23:45 | ჯენოა | 2.15 | 3.30 | 3.50 | პალერმო | დაწვრილებით |