როგორ მოატყუა ალექს ფერგიუსონმა რობინ ვან პერსი
“არსენალიდან” წასვლის დროს რობინ ვან პერსის კარიერის გაგრძელება “იუვენტუსსა” და “მანჩსტერ სიტიში” შეეძლო, თუმცა არჩევანი “იუნაიტედზე” შეაჩერა.
“მანჩესტერ იუნაიტედში გადასლვა სერ ალექსის გამო გადავწყვიტე. მან მითხრა, რომ კიდევ სამი წლის განმავლობაში აპირებს მუშაობას, თუმცა პოსტი მალევე დატოვა” – ამბობს ჰოლანდიელი.
თავად ფერგიუსონი საკუთარ ავტობიოგრაფიულ ნაშრომში წერს, რომ 2012 წელს ვან პერსი და კაგავა “მანჩესტერში” სწორედ იმ პირობით გადმოვიდოდნენ, რომ მათი მწვრთნელი გამოცდილი შოტლანდიელი სპეციალისტი იქნება. “წასვლის წინ ფეხბურთელებს ვუთხარი: რამდენიმე თქვენგანი “მანჩესტერში” ჩემთან სამუშაოდ გადმოხვედით. გეგონათ, რომ აქ დიდხანს დავრჩებოდი. იმედი მაქვს, იმედები არ გაგიცრუეთ” – იხსენებს “მიუნიტედის” ყოფილი მწვრთნელი.
ზაფხულში რობინ ვან პერსი თავისუფალი გენტი გახდება. მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელი საუკეთესო შედეგებს ვერ აჩვენებს. Independent-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ რობინი კლუბში კონტრაქტის დასრულებამდე დარჩება, საკმაოდ დიდ ბონუსსაც მიიღებს. თუმცა, მისი თამაშიდან გამომდონოარე, გასაგებია თუ რატომ სურს მანჩესტერულ კლუბს ფეხბურთელისთვის ახალი კლუბის მოძებნა.