დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
სელტიკი ბენფიკას ფეხბურთელებს აკვირდება
“სელტიკის” ინტერესთა სფეროში ლისაბონის “ბენფიკას” სამი ფეხბურთელი მოხვდა. შოტლანდიური კლუბის სკაუტები ოლა ჯონს, ლორის ბენიტოს და დერლეის ყურადღებით აკვირდებიან.
მანჩინის ჯოვინკო სურს
“იუვენტუსის” მიერ ტრანსფრზე დაყენებული სებასტიან ჯოვინკოს გადაბირება “ინტერს” სურს. ფეხბურთელის მილანურ კლუბში ხილით პირადად რობერტო მანჩინი ყოფილა დაინტერესებული.
ვერმალენი შესაძლოა გაანათხოვრონ
“ბარსელონას” ხელმძღვანელობა ტომას ვერმალენის სეზონის ბლომდე განათხოვრების შესაძლებლობას განიხილავს. კატალონიელები იმედოვნებებ, რომ ბელგიელი სხვა კლუბში სათამაშო პრაქტიკას მიიღებს და ტრავმის გამო დაკარგულ კონდიციებს აღიდგენს.
რეალი ედეგორს ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობს
ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის “რეალი” ნორვეგიელ ტალანტ მარტინ ედეგორს ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობს. მიუხედავად თითქმის ყველა მოწინავე ევროპული კლუბის ინტერესისა, სკანდინავიელი ფეხბურთელის გადაბირების ყველაზე დიდი შანსი სწორედ “რეალს” აქვს.
მანჩესტერ იუნაიტედს ნიულანდი სურს
“მიოლდეს” მეკარე ერიან ნიულანდი შესაძლოა “მანჩსტერ იუნიატედში” გადავიდეს. ბრიტანული პრესის ცნობით ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, ანდერს ლინდეგაარდში გაიცვლება.