ჩემპიონთა ლიგა: ჯგუფური ეტაპი გადამწყვეტ ფაზაში შედის
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ბოლოსწინა, მეხუთე ტურის დღევანდელი მატჩებიდან განსაკუთრებულ ინტერესს მანჩესტერსა და გელზენკირხენში გასამართი შეხვედრები იწვევს.
მანჩესტერ სიტი – ბაიერნი
ლიგის მიმდინარე გათამაშება “სიტისთვის” საკმაოდ ცუდად მიმდინარეობს. მომდევნო ეტაპზე გასასველად, შესაძლოა, “ბაიერნის” და “რომას” დამარცხებაც კი არ იყოს საკმარისი. თანაც, ისიც უდნა ითქვას, რომ ამის გაკეთება მანჩესტერელბს ნამდვილად გაუჭირდებათ. საწყის ოთხ ტურში პელეგრინის გუნდს გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია.
უმნიშვნელოვანეს შეხვედრას “სიტი” პრობლემებით ხვდება. დისკვალიფიკაციის გამო “ბაიერნთან” ნახევარმცველების დუეტი ტურე-ფერნანდინიო ვერ ითამაშებენ. ტრავმები აქვთ სილვას და ჯეკოს. ასე რომ, პელეგრინი უახლოეს რეზერვს გამოიენებს: ლამპარდი, მილნერი, ნასრი.
“ბაიერნმა” გასულ ტურშ პირველი ადგილი გაინაღდა. ასე რომ, ახლა მიუნხენელების მოედანზე გასვლა ნებისმიერი შემადგენლობითაა შესაძლებელი. გვარდიოლას სასტარტო 11-ეულის როტაციის საშუალება აქვს, რასაც დიდი ალბათობით გამოიყენებს კიდეც.
სავარაუდო შემადგნელობები:
მანჩესტერ სიტი: ჰარტი – საბალეტა, კომპანი, დემიჩელისი, კლიში – ხესუს ნავასი, მილნერი, ფერნანდო, ლამპარდი, ნასრი – აგუერო
ბაიერნი: ნოიერი – რაფინია, ბენატია, დანტე, ბერნატი – ჩაბი ალონსო, როდე – რობენი, მიულერი, რიბერი – ლევანდოვსკი.
შალკე – ჩელსი
სპეციალისტები ჯგუდიან “შალკეს” და “ჩელსი” იოლ გასვლას ვარაუდობნენ, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად გამოეთიშოს.
გელენკირხენულ კლუბში რობერტო დი მატეოს მოსვლის შემდეგ გუნდის მთავარი მინუსი სტაბილურობის ნაკლებობაა. “შალკეს” წარმატებულ მატჩებს ჩაგდებული შეხვედრები ანაცვლებს. ამ მხრივ სამაგალითო იყო ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში “ვოლფსბურგთან” გამართული შეხვედრა, რომელშიც “შალკე” 3:0 დაწინაურდა, თუმცა მოპოვებული უპირატესობა მეორე ტაიმში ძლივს შეინარჩუნა.
ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დი მატეო დადებითი შედეგის მიღწევას ეცდება თუმცა, ბოლო დროს “შალკეს” ოპტიმალური შემაგენლობის შეკრება მომრავლებული ტრავმების გამო უჭირს.
ლონდონელები ჩემპიონთა ლიგაში დამაჯერებლად ვერ ასპარეზობენ. მართალია, “ჩელსის” ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ფრეც კი ყოფნის, თუმცა პრემირლიგის შედეგების გათვალისინებით ლონდონელი გულშემატკივარი თავისი კლუბისგან საერთაშორისო ასპარეზზეც უკეთეს თამაშს მეტს ელის.
“მარიბორის” წინააღმდეგ ჟოზე მოურინიომ შემადგენლობის მხრივ გარკვეულ ექსპერიმენტებს მიმართა. გელენკირხენში კი ლონდონელთა ოპტიმალურ სასტარტოს უნდა ველოდოთ.
სავარაუდო შემადგენლობები:
შალკე: ფერმანი – უტიდა, ჰიოვედესი, ფელიპე სანტანა, ფუხსი – ჰეგერი, ნოიშტედტერი – ჩუპო-მოტინგი, ბოატენგი, მეიერი – ჰუნტელაარი.
ჩელსი: კურტუა – ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა – მატიჩი, ფაბრეგასი – რამირესი, ოსკარი, აზარი – დიეგო კოშტა.
დღის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები