თასის საპასუხო შეხვედრას დავით ხარიტონაშვილი განსჯის
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 26 ნოემბერს დინამო არენაზე ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავს– დავით ხარიტონაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ზ.მენთეშაშვილი და ბ. ჭიჭინაძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ა. ნონიკაშვილი და ხ. გაგნიძე. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ლ. სილაგავა შეასრულებს.
დინამოს მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილმა ბოლოს ამა წლის 2 ნოემბერს ქართულ კლასიკოში იმსაჯა. დინამო თბილისმა ქუთაისში ტორპედოს 2:1 აჯობა. იმ შეხვედრაში დავით ხარიტონაშვილმა ხუთჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც დავით ხარიტონაშვილმა იმსაჯა, 21 ნოემბერს უმაღლეს ლიგაში გამართული- მერანი 0:0 კოლხეთი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში დავით ხარიტონაშვილმა ერთ ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი.
დინამოს ოფიციალური საიტის მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის დავით ხარიტონაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
დავით ხარიტონაშვილი
დაბადების თარიღი: 1981 წლის 18 თებერვალი
===========================================
უმაღლესი ლიგა – 105 თამაში / 368 ყვითელი / 18 წითელი / 24 პენალტი
პირველი ლიგა – 13 თამაში / 41 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი
მეორე ლიგა – 18 თამაში / 34 ყვითელი / 2 წითელი / 8 პენალტი
საქართველოს თასი – 17 თამაში / 39 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი –1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 9 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
უეფა. ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 16 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი
fcdinamo.ge