კიდევ ერთი ბულგარული სასწაული?
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის დღეს გასამართი დარჩენილი რვა შეხვედრით დასრულდება. დღის ცენტრალური შეხვედრა ლონდონში შედგება, სადაც “არსენალი” დორტმუნდის “ბორუსიას” მიიღებს, ხოლო ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებას სოფია უმასპინძლებს.
არსენალი – ბორუსია
ლონდონში გასამართი შეხვედრა პასუხს რამდენიმე კითხვას გასცემს. დორტმუნდელებმა პროგრამა მინიმუმი უკვე შეასრულეს და პლეი-ოფში თამაში გასულ ტურში გაინაღდეს. გერმანული კლუბი საშინაო ასპარეზისგან განსხვავებით ჩემპიონთა ლიგაში შესანიშნავად ასპარეზობს. ახლა უკვე კლოპის გუნდის მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება იქნება, რისთვისაც დღევანდელ შეხვედრაში ფრეც კი საკმარისი იქნება.
საინტერესოა, რომ საყაიმო რეზულტატი შემდეგ ეტაპზე “არსენალსაც” გაიყვანს. ლონდონელები ლიგის დასკვნით ეტაპს მცირე ჩავარდნით ხვდებიან. გასულ ტურში “ანდერლეხტთან” ვერმოგებული საშინაო მატჩის შემდეგ “მეთოფეებმა” პრემიერლიგაში ზედიზედ ორი მატჩი წააგეს, რაც მათ სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა.
ლუდოგორეცი – ლივერპული
სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მატცში სოფიაში შედგება, სადაც “ლუდოგორეცი” “ლივერპულს” მიიღებს.
ჩემპიონთა ლიგის ბულგარულ დებიუტანტს და გამოცდილ ინგლისურ კლუბს ოთხი ტურის შემდეგ ფაქტობრივად ერთანირი მდგომარეობა აქვთ. ორივე გუნდი დღეს მადრიდში “ბაზელის” წაგების მოლოდინშია. თუმცა, “ლივერპულისთვის” მადრიდულ დაპირისპირებაში ფრეც საკმარისი იქნება. მერსისაიდელები უკანასკნელ შეხვედრას საკუთარ მოედანზე სწორედ მთავარი კონკურენსტის წინააღმდეგ გამართავენ და დღეს მოგების შემთხვევაში ყველაფერი უკვე მათ ხელში იქნება.
“ლუდოგორეცის” მთავარი უპირატესობა კი ფქისოლოგიური წნეხის არქონაა. მოკრაძალებული ბულგარული კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა და ბოლოსწინა ტურამდე გარკვეული შანსების ქონა უკვე დიდი მიღწევაა. თუ დერმენჯიევის შეგირდები ამ მცირე შანსების გამოყენებას შეძლებენ, ეს უბრალოდ სასწაული იქნება. ისე, ალბათ ყველას გვახსოვს, რომ ჯგუფურ ეტაპზე “ლუდოგორეცი” სწორედ მცირე სასწაულის შედეგად მოხვდა.
დღის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები