სოხუმმა მგზავრები-არმია დაამარცხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)
დღეს საკალათბურთო აკადემიამ 20-წლამდელთა ჩემპიონატის ერთ მატჩს უმასპინძლა. ერთმანეთს „სოხუმი“-„მგზავრები არმია“ დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება სოხუმელებმა მოიპოვეს – 66:63.
დაძაბული და საინტერესო მატჩი თავდაპირველად „სოხუმის“ სასარგებლოდ წარიმართა, რომელიც პირველი პერიოდის შემდეგ წინ 21:8, ხოლო დიდი შესვენებისთვის – 33:36 გავიდა. მესამე მეოთხედში „მგზავრები არმიას“ მოთამაშეები აქტიურად ათამაშდნენ და პერიოდის მიწურულს სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს. მიუხედავად ამისა, მეოთხე მეოთხედის პირველ ნახევარში სოხუმელებმა მაინც მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება. დასკვნითი მეოთხედის მიწურულს კი ვითარება ისევ დაიძაბა და თამაშის დასრულებამდე 1.18 წუთის ადრე სხვაობა მინიმუმამდე დავიდა – 60:59. საბოლოოდ გადამწყვეტ მომენტში სოხუმელებმა შეძლეს მობილიზება, თამაშის ბოლო წუთები თავდაპირველი შემართებით ჩაამთავრეს და შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულეს.
გამარჯვებულთა მხრიდან 21 ქულით კონსტანტინე ბიწაძე გამორჩა, 12 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი დიმა ბობილევის ანგარიშზე, 10 ქულა კი ირაკლი ჯანხოთელმა მიითვალა.
მგზავრები-არმიის შემადენლობაში 21 ქულა ლუკა ზაქრაძემ დააგროვა, ორმაგი დუბლი კი ერთბაშად ორმა მოთამაშემ -მამუკა ბაზუაშვილმა (12 ქულა, 10 მოხნა) და სანდრო სანაძემ შეასრულა (10 ქულა, 11 მოხსნა).
20-წლამდელთა მორიგი ტური 2 დეკემბერს გაიმართება, რომელსაც ტრადიციიულად საკალათბურთო აკადემია უმაპინძლებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
თემურ კანკია (სოხუმის მთავარი მწვრთნელი): დაძაბული თამაში გამოვიდა, თავიდან ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა მერე გაგვიჭირდა და ბევრი ბურთი დავკარგეთ. მთლიანიბაში შეხვედრით კმაყოფილი ვარ, რადგან რაზეც ვარჯიშებზე ვმუშაობთ, დღეს შედეგი დავინახეთ. კმაყოფილი ვარ, იქედან გამომდინარე, რომ თამაშიდან თამაშამდე გუნდი აშკარად უმატებს.
დიმიტრი ჟაკობოვი (მგზავრები-არმიას მთავარი მწვრთნელი): დღეს ჩვენ კიდევ ერთი თამაში ჩავატარეთ ძლიერ მეტოქესთან. მივულოცავ „სოხუმს“ დამსახურებულ გამარჯვებას და მადლობას გადავუხდი ასეთი კარგი თამაშისთვის. დღეს მეტოქე ჩვენზე კონცენტრირებული და მოტივირებული აღმოჩნდა, პირველივე წუთებიდან „სოხუმმა“ მოიპოვა უპირატესობა და თამაშს ის აკონტროლებდა. გვაჯობა ყველა კომპონენტში. გუშინდელ მატჩში დიდი ენერგია დავხარჯეთ, რისი აღდგენაც ვერ მოვახერხეთ. ვერ მოვამზადე გუნდი სათანადოდ დღევანდელი თამაშისთვის. ხვალიდან ვიწყებთ მომზადებას შემდეგი შეხვედრისთვის, გავაანალიზებთ ჩვენს შეცდომებს და მომავალ მატჩს დიდი პასუხისმგებლობით შევხდებით.
u-20.ge