„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფალკაოს გაუშვებს და კავანიზე გადაერთვება?
გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ რადამელ ფალკაოს კონტრაქტის გამოსყიდვას არ აპირებს. 28 წლის თავდამსხმელი სექტემბერში „მონაკოდან“ „წითელ ეშმაკებში“ იჯარით გადავიდა, თუმცა თავის გამოჩენა ჯერჯერობით ვერ მოახერხა, თანაც, 20 სექტემბრიდან კოლუმბიელს ტრავმის გამო არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.
პრესის ვარაუდით, მანჩესტერელებს ასეთი სტატისტიკის მქონე ფეხბურთელზე 43,5 მილიონი ფუნტის დახარჯვა არ სურთ.
ასე „Daily Express“-ი წერს, რომ „წითელი ეშაკების“ ხელმძღვანელობა „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ედინსონ კავანის შეძენაზე დაფიქრდა. შესაძლოა, 2015 წლის ზაფხულში მანჩესტერელებმა ფრანგულ კლუბს 50 მილიონი ფუნტი შესთავაზონ. გამორიცხული არ არის, ამ ტრანსფერის შედეგად ფალკაო პსჟ-ში გადაბარგდეს.
„იუნაიტედი“ ედინსონს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდება, თუმცა კლუბს „არსენალისა“ და „ლივერპულის“ სახით შეიძლება კონკურენტიც გაუნჩდეს.