მადრიდის ”რეალმა” რონალდო დაიცვა
მარდრიდის ”რეალმა” კრიშტიანო რონალდუ დაიცვა. სიტუაციის გართულება, უეფას პრეზინდენტის, მიშელ პლატინის განცხადებას მოჰყვა. ყოფილი ფრანგი ფეხბურთელის ვარაუდით, ოქროს ბურთის მთავარი მოგების პრეტენდენტი გერმანიის ეროვნული ნაკრების რომელიმე ფეხბურთელია. ამ განცხადებამ ძალიან გააღიზიანა მადრიდული მხარე. მათ საპასუხო განცხადებაც გააკეთეს, სადაცა ჩანს, თუ როგორ იცავენ ისინი საკუთარი კლუბის წევრს.
ოფიციალური განცხადება: ”ჩვენი აზრით, მიშელ პლატინის საერთოდ არ უნდა გამოეთქვა აზრი იმიტომ, რომ ის უეფას პრეზიდენტია. იგი ნეიტრალური უნდა იყოს. რაც შეეხება ჯილდოს. ”ოქროს ბურთი” ინდივიდუალური ჯილდოა და არა გუნდური, რომელიც გადაეცემა წლის საუკეთესო ფეხბურთელს. ყველას მიგვაჩნია, რომ, გამოკითხვაში მონაწილე პირებმა გადაწყვეტილება მოთამაშის ინდივიდუალური მიღწევების მიხედვით უნდა მიიღონ. კრიშტიანო რონალდომ საუკეთესო სეზონი ჩაატარა კარიერაში, როგორც ინდივიდუალური, ისე პროფესიონალური თვალსაზრისით. მან მოიგო ”ჩემპიონთა ლიგა”, ოქროს ბუცი, დაამყარა რეკორდები ”ჩემპიონთა ლიგასა” და ესპანეთის თასზე გატანილი გოლების რაოდენობით. (იგულისხმევა წინა სეზონი). ასევე იგი ”ლა ლიგის” ბომბარდირი გახდა. პორტუგალიელი ასევე აგრძელებს არანორმალური შედეგების მიღწევას, (20 გატანილი გოლი 12 ტურში). ეს დასტურია იმისა, რომ ფეხბურთელი ფორმას შესანიშნავ ფორმაშია კრიშტიანო ახლა ყველაზე მეტად იმსახურებს ”ოქროს ბურთს”.