გლენ ჯონსონმა “ლივერპულის” მოსაგებად თავი გაწირა
ინგლისის პრემიერლიგის XIII ტურში “ლივერპულმა” “ენფილდზე” სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი “სტოკ სიტი” მიიღო და დიდი გაჭირვებით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 85-ე წუთზე “ენფილდროუდელთა” მარჯვენაფლანგელმა მცველმა გლენ ჯონსონმა გაიტანა, რომელმაც საგოლე ეპიზოდში თავის არეში მეტოქე გუნდის ფეხბურთელისგან ფეხით ძლიერი დარტყმა მიიღო. ინგლისელ ფეხბურთელს თავი გაუტყდა და მედიკოსებმა მას მოედანზევე ჩაუტარეს მიკროოპერაცია.
ამრიგად, მერსისაიდულმა გუნდმა პრემიერლიგაში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ამ გამარჯვების შემდეგ “ლივერპულმა” 17 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. “სტოკი” 15 ქულით მე-12 პოზიციაზეა.
ინგლისის პრემიერლიგა
XIII ტური
“ლივერპული” — “სტოკ სიტი” 1:0 (0:0)
გოლი: ჯონსონი 85′.
გაფრთხილებები: ვილსონი 38′, ქემერონი 53′, შოუკროსი 58′.