უმაღლესი ლიგა: მე-14 ტურის პრევიუ
უმაღლესი ლიგის პირველი წრის ბოლოსწინა ტურის ფაქტობრივად ყველა მატჩი ერთდროულად დაიწყება. გამონაკლისი, მხოლოდ “დინამო არენაზე” გასამართი დაპირისპირებაა, რომელიც სტარტს 15:00-ზე აიღებს. ქვეყნის მთავარ სტადიონზე თბილისის “დინამო” ტრადიციულ მეტოქეს, ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლებს. გურულები ცხრილის ქვედა ნაწილში არიან და ბოლო ტურებში დამაჯერებელი ასპარეზობით თავს ვერ მოიწინებენ. საპირისპირო ვითარებაა თბილისელთა ბანაკში. ბათუმელ თანაკლუბელებთან მარცხს თუ არ ჩავთვლით, “დინამო” საშინაო ასპარეზზე დაუმარცხებელია და არც სტუმრად ირცხვენს თავს. გარდა ამისა, ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაც თბილისელთა უპირატესობაზე მეტყველებს. უმაღლესში დაბრუნდების შემდეგ “გურიამ” მხოლოდ ერთხელ მოახერხა “დინამოს” დამარცხება. შესაბამისად, “დინამო” – “გურიას” დაპირისპირებაში გამარჯვებულის გამოვლენა რთული არ უნდა იყოს.
“დინამოს” მდევარი, გორის “დილა” საკუთარ მეოდანზე მარტივილი “მერანს” მიიღებს. ლობასის გუნდი ცუდი სტარტის შემდეგ გამოფხიზლდა და ახლა მოწინავე პოზიციებზე მყოფ გუნდებს თანაბრად ეთამაშება. მარტვილელები ჩემპიონატში უკვე 7 ტურია დაუმარცხებლად ასპარეზობენ და ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.
საინტერესო დაპირისპირებას უმასპინძებს ზესტაფონი, სადაც ადგილობრივი გუნდი ბათუმის “დინამოს” მიიღებს. გია გეგუჩაძის გუნდმა ზედიზედ მოპოვებული ორი გამაჯრვების შემდეგ გასულ ტურში ქუთაისში მორიგი ფრე ითამაშეს. ბათუმელები კი საკმაოდ კარგ ფორმაში არიან. “დინამოსთან” თბილისში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ზღვისპირელებმა სამი ქულა “სიონთანაც” მოიპოვეს და მეხუთე პოზიციაზე აღზევდნენ.
ტურის ყველა მატჩი
30.11 | 14:00 | სამტრედია | -:- | ჩიხურა | დაწვრილებით | |||
30.11 | 14:00 | სიონი | -:- | ზუგდიდი | დაწვრილებით | |||
30.11 | 14:00 | ზესტაფონი | -:- | დინამო ბათუმი | დაწვრილებით | |||
30.11 | 14:00 | შუქურა | -:- | ტორპედო | დაწვრილებით | |||
30.11 | 14:00 | მეტალურგი | -:- | სპარტაკი | დაწვრილებით | |||
30.11 | 14:00 | კოლხეთი | -:- | ვიტ ჯორჯია | დაწვრილებით | |||
30.11 | 14:00 | დილა | -:- | მერანი | დაწვრილებით | |||
30.11 | 15:00 | დინამო თბილისი | -:- | გურია | დაწვრილებით |