უმაღლესი ლიგა: მე-14 ტური დასრულდა
დღეს, საქართველოს სტადიონებზე უმაღლესი ლიგის პირველი წრის ბოლოსწინა, მე-14 ტურის მატჩები შედგა.
მოულოდნელი შედეგით დასრულდა “დინამო არენაზე” გამართული შეხვედრა, რომელშიც გათამაშების ლიდერმა ლანჩხუთი “გურიას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა. თბილისური კლუბის წაფორხილებით “დინამოს” მთავარმა მდევარმა, “დილამ” ისარგებლა. გორელებმა საკუთარ სტადიონზე მარტვილის “მერანი” მიიღეს და მე-6 წუთზე ახალკაცის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით პირველ ადგილთან სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს.
ტურის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ზესტაფონში შედგა. ადგილობრივი კლუბისა და ბათუმის “დინამოს” დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით, 2:4 დასრულდა. ზღვისპირელებმა უპირატესობა პირველ ნახევარში მოიპოვეს, რომელიც 1:3 მოიგეს. მეორე ტაიმში კი გუნდებმა გოლები გაცვალეს.
ტურის ყველა მატჩი
30.11 | 14:00 | სამტრედია | 3:1 | ჩიხურა | გოლები: გორგიაშვილი 67′ (1:0); სიხარულია 78′ (1:1); კერძევაძ 79′ ; 83′ (3:1) | ||||
30.11 | 14:00 | სიონი | 0:0 | ზუგდიდი | |||||
30.11 | 14:00 | ზესტაფონი | 2:4 | ბათუმი |
|
||||
30.11 | 14:00 | შუქურა | 2:1 | ტორპედო |
|
||||
30.11 | 14:00 | მეტალურგი | 1:1 | სპარტაკი |
|
||||
30.11 | 14:00 | კოლხეთი | 2:1 | ვიტ |
|
||||
30.11 | 14:00 | დილა | 1:0 | მერანი | გოლი: ახალკაცი 6′ | ||||
30.11 | 15:00 | დინამო | 1:2 | გურია | გოლები: კოშკაძე 42′ (0:1); შერგელაშილი 45′ (1:1); შალამბერიძე 47′ (1:2 |