WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (224071) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ბუნდესლიგა: მე-14 ტურის პრევიუ

თარიღი: დეკემბერი 5, 2014

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მე-14 ტურის პრევიუს.

 

დორტმუნდი – ჰოფენჰაიმი

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი მოულოდნელობა “დორტმუნდის” კატასტროფული შედეგებია. კლოპის გუნდი გასულ ტურში მარცხის შემდეგ ბოლო პოზიციაზე დაეშვა, რასაც ფაქტობრივად ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. მოახლოებულ ტურში დორტმუნდელები საკუთარ მოედანზე “ჰოფენჰაიმს” მიიღებენ და საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ეცდებიან მდგოამრეობის გამოსწორებას.

სტუმრებს ჩემპიონატში საკმაოდ კარგი სტარტი აქვთ, თუმცა გასულ ტურამდე განცდილი ზედიზეც სამი მარცხის გამო “ჰოფენჰაიმი” მე-7 პოზიციაზე აღმოჩნდა. არადა, გისდოლის შეგირდები “ვოლფსბურგთან” ერთად “ბაიერნის” ერთ-ერთი მდევრებიც კი იყვნენ.

საინტერესოა, რომ სატურნირო ცხრილში განსხვავებულ პოზიციებზე მყოფ “დორტმუნდს” და “ჰოფენჰაიმს” გაშვებული გოლების რაოდენობა თანაბარი აქვთ.

 

შტუტგარტი – შალკე

კიდევ ერთი ტრადიციული გუნდი, რომელიც “დორტმუნდის” მსგავსად ცხრილის სახიფათო ზონაშია მოხვედრილი საკუთარ მოედანზე “შალკეს” მიიღებს.

“შტუტგარტმა” სამი მარცხის შემდეგ გამარჯვება გასულ ტურში იზეიმეს და უსიამოვნო სერია შეწყვიტეს. სტევენსის შეგირდებმა უშუალო კონკურენტი “ფრაიბურგი” სტუმრად დიდი ანგარიშით დაამარცხეს, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მიმდინარე სეზონში “შალკეს” მეტოქისგან განსხვავებული მიზნები აქვს. დი მატეოს გუნდი ევროთასებზე მოსახვედრად იბრძვის. რა თქმა უნდა გელზენკირხენში სურთ, რომ ადგილობრივმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაასრულოს გათამაშება. ამისათვის კი “შტუტგარტის” კალიბრის გუნდებთან მოგება აუცილებელია. თუმცა, “შალკეს” მიმდინარე სეზონში ზედიზედ სამი გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა გელზნკირხენელები დადებით სერიის გაგრძელებას.

 

ბაიერნი – ლევერკუზენი

ტურის ცენტალურ დაპირისპირებას მიუნხენი უმასპინძებს, სადაც “ბაიერნს” “ლევერკუზენი” ესტუმრება.

გათამაშების ლიდერის დამარცხება მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ვერავინ შეძლო. თავად ლევერკუზნელებმაც “ბაიერნს” ბოლოს 2012 წელს, საშინაო შეხვედრაში მოუგეს, მას მერე კი მიუნხენური გრანდის დამარცხებას ვერ ახერხებენ.

13 ტურის შემდეგ პირველ და მესამე საფეხურებზე მყოფ გუნდებს შორის სხვაობა უკვე 10 ქულას შეადგენს და თუ ლევერკუზენელებს გარკვეული ინტრიგის შემქნა სურთ, მიუნხენში გასამართი მატჩის მოგება აუცილებელია. თუმცა, შმიდტის შეგირდები დიდი ალბათობით მესამე პოზიციის შენარჩუნებაზე უფრო ფიქრობენ.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

05.12 23:30 დორტმუნდი 1.60დორტმუნდი 4.00 ჰოფენჰაიმი5.70 ჰოფენჰაიმი დაწვრილებით
06.12 18:30 გლადბახი 1.75გლადბახი 3.70 ჰერტა5.00 ჰერტა დაწვრილებით
06.12 18:30 ჰანოვერ 96 3.80ჰანოვერ 96 3.50 ვოლფსბურგი2.00 ვოლფსბურგი დაწვრილებით
06.12 18:30 შტუტგარტი 2.25შტუტგარტი 3.40 შალკე 043.25 შალკე 04 დაწვრილებით
06.12 18:30 კიოლნი 2.85კიოლნი 3.20 აუგსბურგი2.60 აუგსბურგი დაწვრილებით
06.12 18:30 პადერბორნი 2.40პადერბორნი 3.35 ფრაიბურგი3.00 ფრაიბურგი დაწვრილებით
06.12 21:30 ბაიერნი 1.30მიუნხენის ბაიერნი 6.00 ლევერკუზენის ბაიერი10.00 ლევერკუზენი დაწვრილებით
07.12 18:30 ჰამბურგი 2.20ჰამბურგი 3.40 მაინცი3.30 მაინცი დაწვრილებით
07.12 20:30 აინტრახტი 2.10აინტრახტი 3.45 ბრემენის ვერდერი3.50 ვერდერი დაწვრილებით

 



მსგავსი სიახლეები