პრიმერა: მე-14 ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურის პრევიუს.
ელჩე – ატლეტიკო
სამ დღეზე გაწერილი მორიგი ტურის პროგრამას ელჩეში მადრიდული კლუბის ვიზიტი გახსნის. ესპანური გრანდების მთავარი მდევარი ესტადიო მანუელ მარტინეს ვალეროზე მორიგი სამი ქული მოსაპოვებლად ჩადის, რასაც დიდი ალბათობით მოახერხებს კიდეც. “ატლეტიკოს” შესანიშნავი ოთხმატჩიანი მოგებათა სერია აქვს. ხსენებულ შეხვედრებში სიმეონეს შეგირდებმა მეტოქეთა კარის დალაშქვა 12-ჯერ მოახერხეს, საკუთარში კი მხოლოდ ერთი გაუშვეს.
“ელჩეს” კი საპირისპირო, ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, საიდანაც სამი პრიმერას ფარგლებში ჩატარებული შეხვედრებია. ბუნებრივია, ამან კლუბის სატურნირო მდგომარეობაზეც იმოქმედა. მოახლოებული ტურის წინ “ელჩე” 10 ქულით ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზე იმყოფება.
რეალი – სელტა
გათამაშების ლიდერი და მთავარი ფავორიტი საკუთარ მოედანზე “სელტას” მიიღებს. მადრიდელთა სათამაშო ფორმის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება და ამაზე ყურადღებას უკვე აღარ გავამახვილებთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მოახლოებულ შეხვედრაში “რეალს” ტრავმირებულ ხედირასთან და მოდრიჩთან ერთად დისკვალიფიცირებული ისკოც ვერ დაეხმარება.
“სელტამ” მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო, რასაც მე-10 ტურში “ბარსელონასთან” სტუმრად მოპოვებული გამარჯვებაც მოყვა. თუმცა, კატალონიური წარმატების შემდეგ ვიგოელებმა პრიმერას სამ ტურში მხოლოდ ერთ ქულა აიღეს და რამდენიმე დღის წინ “ლას პალმასთან” სათასო დაპირისპირებაშიც დამარცხდნენ. შეძლებს თუ არა “სელტა” მობილიზებას და კიდევ ერთ ფავორიტთან წარმატების მიღწევას დღეს, თბილისის დროით 23 საათიდან გამოჩნდება.
ბარსელონა – ესპანიოლი
ტურის ცენტრალურ შეხვედრად “ნოუ კამპზე” გასამართი კატალონიური დერბია მონათლული. “ბარსელონამ” ბოლო დროს შედეგები კი გამოასწორა, მაგრამ ძველებურად დამაჯერებელი ვერ არის, რაზეც საფეხბურთო ექსპერტებიც საკმაოდ ბევრს საუბრობენ. თუმცა, ამ ეტაპზე კატალონიელებისთვის მთავარი სწორედ ტაბლოა, რომელიც პრიმერას ზედიზედ 3 მატჩია მათ მოგებას აფიქსირებს. “ესპანიოლმა” კი 6-მატჩიანი წარუმატებელი სერიის შეწყვეტა მხოლოდ გასულ ტურში მოახერხა, რასაც სათასო მატჩში მოპოვებული წარმატებაც დაუმატა.
მოახლოებულ შეხვედრაში “ბარსლეონას” მხოლოდ ტრავმირებული ვერმალენი დააკლდება, “ესპანიოლი” კი პაკო მონტანიესს მოისაკლისებს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
06.12 | 19:00 | ელჩე | 6.30 | 3.75 | 1.60 | ატლეტიკო | დაწვრილებით | |
06.12 | 21:00 | ბილბაო | 1.45 | 4.25 | 8.00 | კორდობა | დაწვრილებით | |
06.12 | 23:00 | რეალი | 1.12 | 10.00 | 20.00 | სელტა | დაწვრილებით | |
07.12 | 1:00 | დეპორტივო | 3.25 | 3.15 | 2.35 | მალაგა | დაწვრილებით | |
07.12 | 15:00 | რაიო | 3.10 | 3.30 | 2.35 | სევილია | დაწვრილებით | |
07.12 | 20:00 | ბარსელონა | 1.10 | 11.00 | 25.00 | ესპანიოლი | დაწვრილებით | |
07.12 | 22:00 | ვილიარეალი | 1.75 | 3.65 | 4.90 | სოსიედადი | დაწვრილებით | |
07.12 | 23:59 | გრანადა | 3.60 | 3.25 | 2.15 | ვალენსია | დაწვრილებით | |
08.12 | 20:00 | ეიბარი | 2.15 | 3.20 | 3.65 | ალმერია | დაწვრილებით | |
08.12 | 22:00 | ლევანტე | 2.65 | 3.00 | 2.95 | ხეტაფე | დაწვრილებით |