თორნიკე შენგელიას გუნდმა ევროლიგის პრინციპული მატჩი სტამბოლში მოიგო
თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუტჩამ“ ევროლიგაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ვიტორიულმა კლუბმა თურქეთში, სტამბოლის „აბდი იპექჩი არენაზე“ უშუალო კონკურნტი „გალათასარაი“ დაამარცხხა და მას ჯგუფში მე-3 ადგილი აართვა.
უაღრესად დაძაბული მატჩის ბოლო მეოთხედში ესპანურმა კლუბმა შესანიშნავად ითამაშა და ის 2-ქულიანი უპირატესობა, რაც მე-3 პერიოდის შემდეგ ჰქონდა მოპოვებული, წარატებით შეინარჩუნა და საბოლოოდ გაზარდა კიდეც. ვიტორიელებმა გადამწყვეტი 10-წუთეული 22:17 მოუგეს მასპინძლებს და საბოლოოდ 89:82 გაიმარჯვეს.
ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 7:20 წუთით იყოფებოდა, რა დროშიც მან 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. შენგელიამ 4-ჯერ შეუტია სტამბოლელთა ფარს და 2 ორქულიანი ჩააგდო. თორნიკეს ასევე 3 პერსონალური ჯარიმა დაუგროვდა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.
გამარჯვებულებს ფერნანდო სან ემეტერიომ ულიდერა 25 ქულით. 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა კიმ ტილიმ, ხოლო დორონ პერკინსმა ვიტორიელებს ბოლო წუთებზე ძალიან საჭირო 9 ქულა მიაშველა. „გალათასარაიში“ 22 ქულით კარლოს აროიო გამოირჩა, ზორან ერცეგმა კი თამაში 17 ქულით დაასრულა.
4 მოგებითა და ამდენივე მარცხით შენგელიას გუნდი „დ“ ჯგუფის მე-3 საფეხურზე გამაგრდა და დარჩენილ 2 ტურში მომდევნო ეტაპის საგზურს დიდი ალბათობით გაინაღდებს. მომდევნო მატჩი ვიტორიელებს საკუთარ არენაზე 12 დეკემბერს, „ვალენსიასთან“ ელით.
გაიმარჯვა მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მაც, თუმცა ქართველ ლეგიონერს კვლავ არ უთამაშია. მანუჩარს ამჯერად ხელი მაღალმა ტემპერატურამ შეუშალა, ფეხის ტრავმა კი, რომელიც ოქტობერში მიიღო, მოიშუშა. მოსკოველებმა ხორვატიულ „ცედევიტას“ უმასპინძლეს და 97:79 დაამარცხეს. მარკოიშვილს მოედანზე მომდევნო ტურში უნდა ველოდოთ – 11 დეკემბერს არმიელები ესპანეთში „უნიკახას“ დაუპირისპირდებიან.
gbf.ge