კოლხეთმა სპარტაკს ლამაზი გოლებით მოუგო
შეხვედრის მეორე წუთზე მომენტი “კოლხეთს” შეექმნა. მარჯვენა ფლანგიდან განხოციელებული ჩაწოდების შემდეგ ბურთის გამოტანას მახარობლიძე ცდილობდა, თუმცა ბურთი საკუთარი კარისკენ დაარტყა. ამ ეპიზოდში „სპარტაკი“ ხარიხამ გადაარჩინა. მე-13 წუთზე „კოლხეთს“ გოლის გატანის კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცა. საჯარიმოს მისადგომებიდან სიჭინავას დარტყმა ნადირაძემ კუთხურზე მოიგერია.
მე-17 ჭუთზე გატანის შანსი „სპარტაკსაც“ მიეცა, თუმცა თექთურმანიძის დარტყმა კარს მცირე მანძილით აცდა. 25-ე წუთზე გიგაურის ძლიერი დარტყმაც არაზუსტი გამოდგა. „სპარტაკი“ ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა, თუმცა საგოლე მომენტების შექმნას მასპინძლებს უჭირდათ. ანგარიში კი ტაიმის ბოლო სტუმრებმა გახსნეს. მე-40 წუთზე საჯარიმოს მისადგომებთ დანიშნული ჯარიმა ულამაზესი დარტყმით გოლად დათა სიჭინავამ აქცია. ფოთელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. „სპარტაკმა“ გათანაბრება 3 წუთში გიგაურის გოლით მოახერხა. მასპინძელთა შვიდიანმა საჯარიმოდან გადმოვარდნილ ბურთზე ყველას დაასწრო და ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
მეორე ნახევარში პირველი მომენტი 53-ე წუთზე სტუმრებმა შექმნეს. ნიკა სიჭინავს დარტყმული ნადირაძემ მოიგერია. მასპინძლებმა მეტოქეს 1 წუთში, კაჭარავას დარტყმით უპასუხეს, რასაც შემდეგ იოსელიანის მცდელობაც მოყვა.
57-ე წუთზე სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც ქორჩილავას დარტყმით დასრულდა, თუმცა მასპინძელთა მეკარე კვლავ დამაჯერებელი იყო. შეხვედრა საკმაოდ სწრაფ ტემპში, ორმხრივი შეტევბით მიმდინარეობდა, თუმცა განსკაუთრებული ხიფათის გარეშე.
73-წუთზე „კოლხეთის“ კიდევ ერთხე დაწინაურებას ამბროლაძე ცდილობა, თუმცა მისი შორეული დარტყმა კაკრს მცირე მანძილით ასცდა. სულ რაღაც 4 წუთში კი ფოთელებმა მაინც გაიტანეს. დათა სიჭინავამ მეტოქის კარში ბურთი კუთხურიდან ჩაახვია – 1:2.
დარჩენილ დროში უპირატესობას კაჭარავას გუნდი ფლობდა, “კოლხეთი” კი ანგარიშის შენარჩუენბაზე თამაშობდა და მეტოქის კართან ხიფათიშ შექმნას კონტრშეტევებით აპირებდა. საბოლოოდ, მატჩის დამთავრებამდე არაფერი აღარ შეცვლილა. “კოლხეთმა” ზამთრის არდადეგების წინ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
სპარტაკი 1-2 კოლხეთი
გოლები: სიჭინავა 40′ (0:1): გიგაური 43′ (1:1); სიჭინავა 77′ (1:2)
სპარტაკი: ნადირაძე, იოსელიანი, მახარობლიძე (ქოჩლაძე 88′), გიგაური, ივანიშვილი, შინდაგორიძე (ლექვთაძე 78′), კაჭკაჭიშვილი, ცერცვაზე, მაისაშვილი, თექთურმანიძე (მაქაცარია 82′), კაჭარავა.
კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, ჩადუნელი, თევზაძე, ლემონჯავა, ქორჩილავა (გუგუშვილი 90′), ბარამიძე, ჯიქია, ამბროლაძე (კაკულია 75′), სიჭინავა დ, სიჭინავა ნ. (ჟიშკარიანი 60′)
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები