ზაზა ფაჩულიას სასტარტო და გამარჯვება “მაიამისთან”
ზაზა ფაჩულიას მორიგი წარმატებული მატჩი ნბა-ში. ქართველი ცენტრის „მილუოკიმ“ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ „მაიამის“ საკუთარ, “ბრედლი სენთერში” ეთამაშა და 109:85 გაანადგურა.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა ქართველ ცენტრს ბოლო თამაშებში ყოჩაღი გარჯა დაუფასა და თამაში სასტარტოში დააწყებინა. მართალია, ზაზას მხოლოდ 4 ქულა დაუგროვდა, თუმცა ის დაცვაში, განსაკუთრებით კი ფარქვეშა ბრძოლებში გამორჩეული იყო და მილუოკელთაგან ყველაზე მეტი – 8 მოხსნა დააგროვა.
ზაზამ მთლიანობაში 24 წუთი ითამაშა და 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. 4 ქულასა და 8 მოხსნასთან ერთად ფაჩულიამ 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მილუოკელთაგან 24 ქულით საუკეთესო კენდალ მარშალი გახდა, ხოლო სამმა კალათბურთელმა – ჯაბარი პარკერმა, გიანის ანტეტოკოუმპომ და კრის მიდლტონმა 14-14 ქულა მიითვალეს.
11 მოგებითა და 10 მარცხით „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა.
gbf.ge