დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
იუვენტუის პერინით დაინტერესდა
ტურინის “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში “ჯენოას” ახალგაზრდა მეკარე, მატიე პერინი მოხვდა. მოთამაშეს ტურინში ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც 2-3 სეზონში კარიერის დასრულებას აპირებს.
გომესი ლილში?
“ფიორენტინას” ფორვარდი, მარიო გომესი, შესაძლოა, “ლილში” გადავიდეს. გერმანიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ფრანგულ კლუბში იჯარის წესით გადაბარგდება.
კასორლა სამშობლოში ბრუნდება
“არსენალის” ესპანელი ნახევარცმველი სანტი კასორლა სამოშბლოში დაბრუნებასთან ახლოს არის. 29 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს, თუმცა ფავორიტი მადრიდის “ატლეტიკოა”.
ემპოლის ბრილანტე სურს
“ფიორენტინას” 21 წლის ნახევარმცველმა ჯოშუა ბრილანტემ კარიერა შესაძლოა “ემპოლიში” გააგრძელოს. ახალგაზრდა ავსტრალიელის გადაბირება ლევან მჭედლიძის გუნდს იჯარის წესით სურს.
იკარდი და სოლდადო ატლეტიკოს სიაში მოხვდნენ
მადრიდის “ატლეტიკო” უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს შეტევის გაძლიერებას აპირებს. ამ ეტაპზე მადრიდელები მაურო იკარდის და რობერტო სოლდადოს კანდიდატურებს განიხილავენ.