„გალათასარაი“ – „არსენალი“ 1:4
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩში „გალათასარაიმ“ „არსენალი“ მიიღო და ლონდონელებთან ამჯერადაც დამარცხდა.
უკვე მე-11 წუთსთვის არსენ ვენგერის გუნდი ანგარიშით 0:2 იგებდა. უკვე მე-3 წუთზე ანგარიში აარონ რემზის პასით ლუკას პოდოლსკიმ გახსნა. რემზი ამ მატჩის ყველაზე შედეგიანი მთამაშე გამოდგა. შვიდ წუთში გოლი სწორედ მან გაიტანა, ხოლო 29-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა. მასპინძლებმა სხვაობის შემცირება მხოლოდ მატჩის ბოლოს, 89-ე წუთზე შეძლეს, როცა თავი უესლი სნეიდერმა გამოიჩინა, თუმცა დამატებით დროის მეორე წუთზე რემზის მსგავსად დუბლი ლუკას პოდოლსკიმაც მიითვალა – 1:4.
საბოლოოდ, „არსენალი“ 13 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, რადგან დორტმუნდის „ბორუსიას“, რომელმაც ასევე ქულების იგივე რაოდენობა დააგროვა, გატანილი და გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობა აქვს. რაც შეეხება „გალათასარაის“, თურქული კლუბი 1 ქულით ჯგუფის ბოლო ადგილზე დარჩა.