ჩემპიონთა ლიგა: ჯგუფური ეტაპი დღეს დასრულდება
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფუი ეტაპი დღეს, მე-6 ტურის შეხვედრებით დასრულდება. დღევანდელი მატჩებიდა რამდენიმე განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იმსაუხრებს.
რომა – მანჩესტერ სიტი
ჯგუფში მეორე ადგილისთვის მებრძოლმა გუნდებმა საკმაოდ ცოტა ქულა მოაგროვეს. დღევანდელ შეხვედრაში “რომას” და “სიტის” მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდებათ. ჯგუფში ვითარება საკამოდ რთულია და პელი-ოფში გამსვლელი გუნდების ბედი ორივე მატჩის შედეგზეა დამოკიდებული.
“რომას” მხოლოდ ტოროსიდისი დააკლდება, რომელსაც დაცვის მარჯვენა ფლანგზე მაიკონი შეცვლის. თუმცა, კითხვები შემადგენლობის შესახებ საკმაოდ ბევრია. მაგალითად, პიანიჩმა რამდენიმე გამოტოვებული მატჩის შემდეგ ბოლოს ძირითადში ითამაშა და “ინტერთან” საკმაოდ მაღალი დონე აჩვენა. შეტევის ხაზში კი განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
“მანჩესტერ სიტიმ” “ბაიერნთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრემიერლიგაში ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და “ჩელსისთან” ჩამორჩენა შეამცირა. თუმცა, “ევერტონთან” შეხვედრაში მანჩესტერელებმა ტრავმის გამო სერხიო აგუერო დაკარგეს, რაც პელეგრინის გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისია. დისკვალიფიკაციის გამო გამორიცხულია იაია ტურეს თამაშიც. კითხვის ნიშნის ქვეშ არის კომპანის და სილვას თამაშიც. ასე რომ, ოთხი წამყვანი მოთამაშის არყოფნა, შესაძლოა, “სიტისთვის” სავალალო შედეგების მქონე იყოს.
სავარაუდო შემადგენლობა
რომა: დე სანქტისი – მაიკონი, მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი – დე როსი, კეიტა , ნაინგოლანი – ლიაიჩი, ტოტი, ჟერვინიო.
მანჩესტერ სიტი: ჰარტი – სანია, კომპანი, დემიჩელისი, კლიში – ხესუს ნავასი, ფერნანდო, ფერნანდინიო, მილნერი, ნასრი – ჯეკო.
ბარსელონა – პსჟ
ორივე გუნდს პლეი-ოფში გასვლის საკითხი დადებითად აქვს გადაწყვეტილი, თუმცა დღევანდელი შეხვედრა ჯგუფში პირველი ადგილის მფლობელს გაარკვევს, რაც წილისყრის დროს ძალიან მნიშვნელოვანია.
მოსალოდნელია, რომ გუნდები შემადგენლობის მხრივ გარკვეულ ექსპერიმენტებს მიმართავენ. ლუის ერიკე მოედნის ცენტრში მისთვის დამახასიათებელ როტაციაზე არც ახლა იტყვის უარს. “ბარსელონას” რამდნეიმე მოთამაშე დააკლდება, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა დანი ალვეშია.
ლორან ბლანმა ლიგა 1-ის უკანასკნელ შეხვედრაში “ნანტის” წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობით არ ითამაშა. თუმცა, ნოუ კამპზე პარიზელთა უძლიერესი შემადგენლობის გამოსვლაა მოსალოდნელი.
სავარაუდო შემადგენლობა
ბარსელონა: ტერ შტეგენი – ადრიანო, პიკე, მატიე, ალბა – ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა – სუარესი, მესი, ნეიმარი.
პსჟ: სირიგუ – ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი – მატუიდი, მოტა, ვერატი – კავანი, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი.
დღის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები