“ტორპედოს” ასაკობრივმა გუნდებმა „სამტრედიასაც“ მოუგეს
ქუთაისის „ტორპედოს“ ასაკობრივმა გუნდებმა ჭაბუკთა ლიგის შესაბამის ტურნირებზე მე-16 ტურში ს. კ. „სამტრედიას“ უმასპინძლებს.
ყურადღების ღირსია 16-წლამდე ტორპედოელთა ბოლოდრიონდელი სერია. რევაზ კვერნაძის გუნდმა ზედიზედ მე-9 მეტოქე დაამარცხა. ქუთაისელებმა დღეს ანგარიშით 5:1 გაიმარჯვეს. ჰეთ თრიქი შეასრულაგიორგი დავითულიანმა, დუბლი კი – სერგი კუხიანიძემ.
„ტორპედო U-16”: კიკნაძე(მუკბანიანი 45), ჯინჭარაძე(ხურციძე 45), თავაძე(გოგიაშვილი 40), სალუქვაძე, გულბიანი(აბულაძე 45), ხინჯაკაძე(კალანდია 45), ზარნაძე(შარვაშიძე 45), წულაია, დავითულიანი, კუხიანიძე, ბაქრაძე(მაღლაკელიძე 36).
3 ქულა მოიპოვეს „უფროსმა“ ტორპედოელებმაც. აკაკი კვერნაძის გაწვრთნილებმა დღეს ანგარიშით 3:1 გაიმარჯვეს. ხვიჩიას პასებით ორჯერ ზაურ გოგუაძემ გამოიჩინა თავი, ერთი გოლის ავტორი კი ამ უკანასკნელის საგოლე პასით ლაშა ჩიხლაძე გახდა.
„ტორპედო U-18”: გეგუჩაძე(სულაბერიძე 46), ბერძენაძე, კუჭუხიძე(ბურჯანაძე 35), ჯოხაძე, მარდალეიშვილი, ხვიჩია(თევზაძე 75), ა. ჭიჭინაძე, საღრიშვილი(ვარდოსანიძე 83), იონანიძე(ჯავახაძე 75), გოგუაძე, ჩიხლაძე(ღარწკია 85).
FCTorpedo.GE