დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ვიდიჩი ინტერს არ დატოვებს
მილანის “ინტერის” მცველის, ნემანია ვიდიჩის აგენტმა ფეხბურთელის “მანჩესტერში” შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს უბრალო ჭორებია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ვიდიჩს მილანურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
მაროტა მონტოიას აგენტს დაელაპარაკება
“იუვენტუსი” “ბარსელონას” მცველის, მარტინ მონტოიას გადაბირებაზე ფიქრობს. “იუვეს” გენერალური მენეჯერი ჯუზეპე მაროტა კატალონიაში გაემგზავრა, სადაც ფეხბურთელის მენეჯერს შეხვდება. მონტოიას სავარაუდო ფასი 5 მილიონი ევროა.
ენრიკემ, შესაძლოა, ნაპოლი დატოვოს
“ნაპოლის” ბრაზილიელი მცველი ენრიკე შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს, სადაც მისი გადაბირებით “ინტერნასიონალია” დაინტერესებული. ამჟამად ენრიკე ნეაპოლში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის და ბრაზილიაში დაბრუნებას ნაკრებში ადგილის შესანარჩუნებლად აპირებს.
სიტი პოგბაში 62 მილიონს იხდის
ბრიტანული პრესის ცნობით “მანჩესტერ სიტი” მზად არის პოლ პოგბაში 62 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა, წყარო იმასაც იუწყება, რომ “იუვენტუსი” უახლოეს მომავალში ფრანგის გასხვისებას არ აპირებს.
ჩელსი იკარდიზე ფიქრობს
“ინტერის” ფორვარდი, მაურო იკარდი, ლონდონის “ჩელსი” ინტერესთა სფეროში მოხვდა. უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მილანელები შემტევს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.