იტალია: მე-15 ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის სერია A-ს მე-15 ტურის პრევიუს.
იუვენტუსი – სამპდორია
ტურინის “იუვენტუსი” მორიგ ტურში საკუთარ მოედანზე “სამპდორიას” მიიღებს. გენუელები მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად ასპარეზობენ და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვისაც იბრძვიან. არავინ იცის, თუ როგორ გაგრძელდება მეორე წრეში, თუმცა ამ ეტაპზე “სამპდორია” ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება და ნებისმიერი მეტოქისათვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს.
გასულ ტურში მიჰალივიჩის გუნდმა 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “ვერონას” მოუგო, ხოლო ტურინელებმა ფლორენციაში დაკარგეს ქულები, თუმცა “რომამ” უშუალო კონკურენტს შეცდომა აპატია და 3-ქულიანი სხვაობაც შენარჩუნდა.
ჯენოა – რომა
მიმდინარე სეზონში გენუა იტალიის ნამდვილ საფეხბურთ ცენტრად იქცა. მილანური გრანდების წარუმატებლობის ფონზე “სამპდორიას” და “ჯენოას” ასეთი წარმატებული თამაში გულგრილს არავის ტოვებს. ქალაქში “რომას” სტუმრობაც რა თქმა უნდა დიდი მოვლენაა.
გარსიას გუნდს საუკეთესო პერიოდი არ აქვს. გასულ ტურში “სასუოლოსთან” დაკარგული ქულების შემდეგ “რომა” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, რაც ტოტის და კომპანიის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა. აქედან გამომდინარე მოახლოებულ ტურში “რომას” გამარჯვება ჰაერივით სჭირდება.
მოახლოებულ მატჩში მოტივაცია არც “ჯენოას” აკლია. მასპინძლებისთვის მესამე პოზიციაზე ყოფნა უკვე დადებითი შედეგია, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში გენუელები მეორე პოზიციისთვისაც გაიბრძოლებენ.
მილანი – ნაპოლი
საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს “სან-სირო”, სადაც “მილანს” “ნაპოლი” ესტუმრება. გათამაშების ლიდერებთან გენუელთა წაფორხილებას ორივე გუნდი ელის. მათი მარცხის და საკუთარი გამარჯვების შემთხვევაში “მილანიც” და “ნაპოლიც” დაკარგული პოზიციებისთვის ბრძლაში ჩაერთვება.
უკანასკნელ ტურებში ორივე გუნდმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. “მილანმა” სწორედ “ჯენოასთან” წააგო. საერთოდაც ინძაგის გუნდის ანგარიშზე უკანასკნელ 7 ტურში მხოლოდ ერთი მოგებული მატჩია. ბენიტესის შეგირდები კი უკვე სამი ტურია ვერ იგებენ, თუმცა ამავდროულად მეტოქეები ვერც მათ დამარცხებას ახერხებენ.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
14.12 | 21:00 | ჩეზენა | 6.45 | 3.70 | 1.60 | ფიორენტინა | დაწვრილებით | |
13.12 | 21:00 | პალერმო | 2.12 | 3.30 | 3.65 | სასუოლო | დაწვრილებით | |
13.12 | 23:45 | ლაციო | 1.68 | 3.60 | 5.65 | ატალანტა | დაწვრილებით | |
14.12 | 15:30 | იუვენტუსი | 1.37 | 4.85 | 9.00 | სამპდორია | დაწვრილებით | |
14.12 | 18:00 | უდინეზე | 2.05 | 3.35 | 3.80 | ვერონა | დაწვრილებით | |
14.12 | 18:00 | პარმა | 2.40 | 3.30 | 3.05 | კალიარი | დაწვრილებით | |
14.12 | 18:00 | ჯენოა | 3.60 | 3.25 | 2.15 | რომა | დაწვრილებით | |
15.12 | 21:00 | ემპოლი | 2.45 | 3.10 | 3.15 | ტორინო | დაწვრილებით | |
16.12 | 0:00 | კიევო | 3.90 | 3.25 | 2.05 | ინტერი | დაწვრილებით | |
14.12 | 23:45 | მილანი | 2.75 | 3.15 | 2.70 | ნაპოლი | დაწვრილებით |