დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
მანჩესტერი ახალგაზრდა ურუგვაელს აკვირდება
“პენიაროლის” ფორვარდი კევინ მენდესი “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ინგლისელები მზად არიან 18 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი შესთავაზონ.
ლივერპულს გუარინი სურს
“ინტერის” ნახევარმცველი ფრედი გუარიანი, შესაძლოა, ინგლისში გადავიდეს. მოთამაშის დამატება “ლივერპულს” სურს, რომელიც ფეხბურთელის იჯარის შესაძლებლობას განიხილავს.
რომა ფლორენცის ახალ კონტრაქტზე ესაუბრება
“რომა” ალესანდრო ფლორენცისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. მხარეები ამჟამად ახალი ხელშეკრულების ფინანსურ მხარეზე საუბრობენ. ფეხბურთელს ხელფასის სახით წელიწადში 2,5 მილიონი სურს, რომაელები კი ამ ეტაპზე მას მხოლოდ 1,5-ს სთავაზობენ.
ბელარაბით ჩელსი დაინტერესდა
“ბაიერის” ნახევარმცველი კარიმ ბელარაბი “ჩელსის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ტრანსფერი ლონდონური კლუბიდან შურლეს ან სალაჰის წასვლის შემთხვევაში განხორციელდება. მიმდინარე სეზონში 24 წლის ბელარაბიმ ბუნდესლიგის 14 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.
ჯერარდი ნიუ-იორკში?
“ლივერპულის” კაპიტანი სტივ ჯერარდი, შესაძლოა “ნიუ-იორკ რედ ბულსში” გადავიდეს. იმ შემთხვევაში თუ ჯერარდი მერსისაიდელებთან ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანმდება, ხელშეკრულების გაფორმებას მას ამერიკელები შესთავაზებენ. შეგახსენებთ, “რედ ბულსი” ცოტა ხნის წინ ტიერი ანრიმ დატოვა.