ნედვედი: „გვიხარია, რომ „ბორუსია“ შეგვხვდა“
„იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა პაველ ნედვედმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგი შეაფასა, რომლის მიხედვითაც, მისი გუნდის მეტოქე დორტმუნდის „ბორუსია“ იქნება.
„ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან დორტმუნდელებს ბევრი ახალგაზრდა ტალანტი ჰყავთ. თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი უარესად ყოფილიყო, არსებობდა „ბაიერნთან“ ან „რეალთან“ თამაშის ალბათობაც. არის რამდენიმე გუნდი, რომელთანაც თამაში არარეალური. გვიხარია, რომ შანსი მოგვეცა. კლოპის დიდი თაყვანისმცემელი ვარ და ჩვენი გუნდების ევროპულ დაპირისპირებას სიამოვნებით ვნახავ. „ბორუსიასთან“ მატჩები ჩვენს დონეს აჩვენებენ“, – ციტირებს ნედვედს უეფა-ს ოფიციალური საიტი.