„რეალი“ აზარისა და სტერლინგის გამო ბეილს „მანჩესტერ იუნაიტედში“ სარეკორდო ფასად გაუშვებს?
წელიწადნახევრის წინ გარეთ ბეილის სარეკორდო ფასად (85 მილიონ ევროდ) შეძენის შემდეგ მადრიდის „რეალმა“, შესაძლოა, უელსელი მოთამაშე გაუშვას.
როგორც „Daily Star“-ი იტყობინება, გარეთის ნაცვლად „ბლანკოსს“ „ჩელსის“ ნახევარმცველის ედენ აზარისა და „ლივერპულის“ მოთამაშის რახიმ სტერლინგის შეძენა სურს.
„ტოტენჰემის“ ყოფილი ნახევარმცველის შეძენის ყველაზე დიდი სურვილი „მანჩესტერ იუნაიტედს“ აქვს, რომელიც ჯერ კიდევ დევიდ მოიესის პერიოდში გარეთის სანაცვლოდ 90 მილიონი ფუნტის გადახისთვის მზად იყო.
აღსანიშნავია, რომ „რეალის“ რიგებში გატარებულ პერიოდში, უელსელმა 25 გოლი გაიტანა. ამავდროულად, აზარის მაჩვენებელი იმავე პერიოდში 23 გოლს შეადგენს, ხოლო სტერლინგმა მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო.