იბრაჰიმოვიჩი თავისი სპორტული ტანსაცმლის ბრენდს აყალიბებს
„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის მრავალწლიანი კარიერა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, რადგან ამჟამად იგი უკვე 33 წლისაა.
სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო ზლატანმა თავისი ბიზნესის წარმოება გადაწყვიტა. როგორც გაირკვა, ფეხბურთელმა ტანსაცმლის ცნობილ სკანდინავიურ ბრენდ „Dressmann“-ნთან თანამშრომლობა დაიწყო. ზლატანის საბოლოო მიზანი კი ახალი სპორტული ტანსაცმლის ბრენდის შექმნაა, რომელიც კომპანიის მაღაზიებში გაიყიდება. საამისოდ იბრამ „Dressmann“-ის ქსელის ხელმძღვანელთან პიტერ ვარნერთან ახალი ქსელი, სახელად „Varner Ibrahimović AS“-ი შექმნა.
„ვგრძნობ, რომ სანდო პარტნიორთან ერთად ახალი საქმის წამოწყების დრო დადგა. „Dressmann“-ი ხალხისთვის შექმნილი ბრენდია, რომლის კულტურაც მუდმივი გამარჯვებაა. ამ არჩევანის გაკეთება ჩემთვის ადვილი იყო“, – განაცხადა ზლატანმა.