„სანტოსის“ ფანმა ნეიმარს „ბარსელონაში“ გადასვლისთვის სასამართლოში უჩივლა
ბრაზილიური „სანტონსის“ ერთ-ერთი ფანი განრისხდა, როდესაც გაიგო, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ გადასვლას აპირებდა.
იურისტი ლუსიანო პერეირა კაპაროსი სამი წლის წინ იაპონიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მისი საყვარელი გუნდი „ბარსელონას“ ხვდებოდა.
„მე „სანტოსის“ ერთგული ფანი ვარ. გუნდის ყველა მატჩზე დავდივარ. რამდენიმე წლის წინ იაპონიაში გამგზავრება და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე დასწრება გადავწყვიტე. მაშინ გავიგე, რომ ნეიმარი უკვე „ბარსელონაში“ გაყიდეს. დღემდე თავს მოტყუებულად ვგრძნობ“, – ციტირებს ბრაზილიელი გულშემატკივრის სიტყვებს „The Telegraph“-ი.
კაპაროსი ფეხბურთელისგან 8300 ევროს ითხოვს, აქედან 2500 ევრო მან იაპონიაში გასამგზავრებლად დახარჯა.