დოუსონს 3-5 კვირა გაუცდება
“ჰალ სიტის” მცველი, მაიკლ დოუსონო, ტრავმის გამო საკუთარ გუნდს 3-დან 5 კვირამდე ვერ დაეხმარება.
31 წლის მოთამაშემ დაზიანება პრემიერლიგის მე-16 ტუში, “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო. “ჰალ სიტიმ” ხსენებული მატჩი 0:2 დათმო, დოუსონმა კი მოედანი მე-10 წუთზე დატოვა.
მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონატში დოუსონმა 11 თამაშში მიიღო მონაწილეობა. “ჰალ სიტი” ამჟმად სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიციაზეა.