საზეიმო საღამო აკადემიაში
17 დეკემბერს კლუბის პრეზიდენტმა- რომან ფიფიამ, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის აღსაზრდელებს, მწვრთნელებსა და თანამშრომლებს ბარბარობის დღესასწაული, დამდეგი შობა-ახალი წელი და სეზონის წარმატებული დასასრული მიულოცა.
ვფიქრობ 2014 წლის განმავლობაში დასახული მიზნები განხორციელდა. გვქონდა წარმატებული სეზონი და მსურს მადლობა გადაგიხადოთ ყველას გაწეული შრომისათვის. – აღნიშნა შეხვედრისას კლუბის პრეზიდენტმა.
აკადემიაში 20 დეკემბრიდან საახალწლო არდადეგები დაიწყება. 2015 წლის შემოსვლას ახალგაზრდა ფეხბურთელები სახლებში აღნიშნავენ, თუმცა დასვენების პარალელურად, არდადეგების პერიოდში, ფორმის შენარჩუნებისათვის აკადემიის ექიმებისა და მწვრთნელების მიერ შემუშავებული ინდივიდუალური პროგრამით იხელმძღვანელებენ და იანვრის შუა რიცხვებიდან ისევ აკადემიის ბაზაზე დაბრუნდებიან.
FCDinamo.GE