“პარი სენ-ჟერმენმა” “იუვენტუსს” Facebook-ზე პოპულარობით გაუსწრო
სოციალურ ქსელ Facebook-ში “მოწონებების” რაოდენობის მხრივ “პარი სენ-ჟერმენმა” ტურინის “იუვენტუსს” გადაასწრო.
პარიზულ კლუბს ამ დროისთვის 15.477.330 “მოწონება” აქვს და 27 414 “მოწონებით” უსწრებს “ბებერ ქალბატონს”
“პარი სენ-ჟერმენის” ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ბოლო ორ წელიწადში კლუბის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ Facebook-ში ყველაზე პოპულარული კლუბი “ბარსელონაა”, რომელსაც 80.369.084 “მოწონება” აქვს. მეორე ადგილზე მადრიდის “რეალი” გახლავთ, 79.364.074 “მოწონებით”.