ნეიმარმა თამაშის უფლება მიიღო
კატალონიის ,,ბარსელონას” ფეხბურთელი, ნეიმარი პარასკევის ვარჯიშზე გუნდთან ერთად ივარჯიშა. მედიკოსებმა მას თამაშის უფლება მისცეს.
ფეხბურთელი ,,კორდობასთან” შეძლებს თამაშს. მან ბოლო ორი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. ასევე დღევანდელ ვარჯიშს ,,ბარსა ბ-ს” ფეხბურთელი, მუნირ ელ ჰადადიც დაესწრო. დანი ალვეშმა კი გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა.
მატჩი 20 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.