სტერლინგი ევროპის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს
“ლივერპულის” ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი ევროპის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს და Golden Boy-ს ჯილდო გადასცეს.
აღნიშნული ჯილდო იტალიურმა გამოცემა “ტუტოსპორტმა” 2003 წელს დააწესა და ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს გადაეცემა.
20 წლის რაჰიმ სტერლინგმა ამ წოდების მოპოვებაში ისეთ მოთამაშეებს აჯობა, როგორებიც არიან ადნან იანუზაი, ლიუკ შოუ, მარკინოსი, კურტ ზუმა, ჯონ სტოუნზი, კალუმ ჩემბერსი, დივოკ ორიგი, ლაზარ მარკოვიჩი და სხვა.
გამოკითხვაში სტერლინგმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ის უეინჰ რუნის შემდეგ მეორე ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა.