2014 წლის მნიშვნელოვანი მომენტები – თბილისის თასი
2014 წლის ივნისში გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი „IRB თბილისის თასი“, რომელშიც წლეულს ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, ‘არგენტინელ იაგუარებს’ (არგენტინის მეორე ნაკრები) და ‘მზარდ იტალიას’ (იტალიის მეორე ნაკრები) უმსაპინძლეს. აღნიშნული ტურნირი ‘მსოფლიო რაგბის“ (რაგბის საერთაშორისო ფედერაცია) ეგიდით ყოველწლიურად იმართება თბილისში, რომლის პირველი გათამაშება შარშან გაიმართა. როგორც წესი ივნისში ვერ ხერხდება ბორჯღალოსნების საუკეთესო შემადგენლობის შეგროვება და შესაბამისად სამწვრთნელო შტაბი ამ ტურნირს უახლოესი რეზერვის გამოსაცდელად იყენებს.
წლევანდელი თბილისის თასის პირველ რაუნდში ბორჯღალოსნებმა ესპანეთს 23:13 სძლიეს, მაგრამ არგენტინელ იაგუარებთან დრამატულ შეხვედრაში 16:26 წაგების შემდეგ ტურნირში გამარჯვება გამოირიცხა. ასპარეზობის მესამე წრეში, ჩვენმა ნაკრებმა 34:10 სძლია მზარდ იტალიას. თბილისის თასს სამხრეთ ამერიკელები დაეუფლნენ, რომლებსაც ბოლო სათამაშო დღეს, მხოლოდ საგრძნობლად შესუსტებული ესპანეთის ნაკრების დამარცხება სჭირდებოდათ, რაც მათ შეძლეს და ჯილდო ერთი წლით არგენტინაში წაიღეს.
წლეულს თბილისის თასის მეორე რაუნდში ბორჯღალოსნებს პირველად უკაპიტნა მერაბ შარიქაძემ;
სანაკრებო დებიუტი ჰქონდა მურაზ გიორგაძეს (ამაზე უფრო ვრცლად 2014 წლის მნიშვნელოვანი მომენტების რუბრიკის შემდეგ გამოშვებებში);
Rugby.GE