ინგლისი: მე-19 ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის მე-19 ტურის პრევიუს.
ტოტენჰემი – მანჩესტერ იუნაიტედი
ინგლისური საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული პერიოდის მორიგი ტური ლონდონში გაიხსნება, სადაც “ტოტენჰემი” “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს.
ლონდონელები ზედიზედ 4 ტურია დაუმარცხებლად ასპარეზობენ, მანჩესტერელთა წაუგებელი სერია კი უკვე 8 მატჩს ითვლის. ამავდროულად, გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 5 ქულაა და მასპინძლები გამარჯვების შემთხვევაში ახალ წელს ლიდერთა ჯგუფში ან მის მახლობლად შეხვდებიან.
“ტოტენჰემის” შანსებს დღევანდელ შეხვედრაში მათი ოპტიმალური შემადგენლობაც ზრდის. “მანჩესტერს” კი ტრადიციულად რამდენიმე მოთამაშე ვერ დაეხმარება. მათ შორის არიან: დი მარია, როხო, ბლინდი და ერერა.
საუთჰემპტონი – ჩელსი
საინტერესო შეხვედრა გაიმართება საუთჰემპტონში, სადაც ადგილობრივი გუნდი გათამაშების ლიდერ, ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლებს.
“საუთჰემპტონმა” სეზონის შესანიშნავად დაიწყო და დიდი ხნის განმავლობაში “ჩელსის” ერთადერთი რეალური მდევარი იყო, თუმცა 5-მატჩიანმა მოუგებელმა სერიამ, საიდანაც კუმანის შეგირდებისთვის 4 წაგებით დასრულდა, გუნდი ოთხეულს მიღმა დატოვა. “წმინდანთა” ფანების სასიხარულოდ მათმა საყვარელმა მოთამაშეებმა წლის ბოლო თამაში გამოასწორეს და ზედიზედ მოპოვებული ორი გამარჯვებით ტოპ-4-ს დაუბრუნდნენ.
“ჩელსიმ” გასულ ტურში ერთ გუნდს მეოთხე ადგილი უკვე დაატოვებინა და ამის გაკეთებას ლონდონელები დღესაც ეცდებიან. ამ ეტაპზე წლის მაჟორულ ნოტაზე დასრულება მოურინიოს მთავარი ამოცანაა.
ვესტ ჰემი – არსენალი
“ბოქსინგ დეი” ორივე კლუბისთვის ლონდონური დერბით დაიწყო და წლის უკანასკნელ ტურშიც ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი სწორედ დედაქალაქური გუნდების დაპირისპირება იქნება.
სატურნირო ცხრილში მეზობლად განლაგებულ “ვესტ ჰემსა” და “არსენალს” შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. საუთჰემპტონში “ჩელსის” სტუმრობის გათვალისწინებით კი ელერდაისის ან ვენგერის შეგირდებსთვის გამარჯვება დიდი ალბათობით წლის ოთხეულში დასრულებას ნიშნავს.
მოახლოებულ შეხვედრაში მასპინძლები მხოლოდ ტრავმირებულ ტომკინსს მოისაკლისებენ, ხოლო “მეთოფეებს” რემსი, გნაბრი, ოზილი, არტეტა და უილშირი ვერ დაეხმარებიან.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
28.12 | 16:00 | ტოტენჰემი | 3.10 | 3.35 | 2.40 | მანჩესტერი | დაწვრილებით | |
28.12 | 18:00 | საუთჰემპტონი | 3.95 | 3.50 | 1.95 | ჩელსი | დაწვრილებით | |
28.12 | 19:00 | ვესტ ჰემი | 3.25 | 3.35 | 2.25 | არსენალი | დაწვრილებით | |
28.12 | 19:00 | სტოკ სიტი | 2.10 | 3.30 | 3.70 | ვესტ ბრომ | დაწვრილებით | |
28.12 | 19:00 | ქ.პ.რ. | 2.50 | 3.25 | 2.95 | კრისტალ პალ. | დაწვრილებით | |
28.12 | 19:00 | სიტი | 1.20 | 7.50 | 18.50 | ბარნლი | დაწვრილებით | |
28.12 | 19:00 | ჰალ სიტი | 2.65 | 3.20 | 2.80 | ლესტერ სიტი | დაწვრილებით | |
28.12 | 19:00 | ასტონ ვილა | 2.45 | 3.20 | 3.05 | სანდერლენდი | დაწვრილებით | |
28.12 | 20:15 | ნიუკასლი | 2.75 | 3.25 | 2.65 | ევერტონი | დაწვრილებით | |
29.12 | 23:55 | ლივერპული | 1.77 | 3.65 | 4.80 | სუონსი სიტი | დაწვრილებით |