“ატლანტასთან” საპასუხო მატჩში ფაჩულიამ 11 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა
მას შემდეგ, რაც სტუმრად 30 ქულით დაამარცხა, ზაზა ფაჩულიას „მილუოკიმ“ მეორე დღეს „ატლანტას“ შინაურ კედლებში უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 85:90 წააგო. ქართველმა ცენტრმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ფაჩულია კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 29 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა. ეს შედეგი ზაზამ მიმდინარე სეზონში მეორედ დააფიქსირა – 18 ოქტომბერს, „ნიუ იორკთან“ 117:113 მოგებულ მატჩში ზაზამ 14 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. დღევანდელ მატჩში კი ფაჩულიამ 11 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. ეს უკანასკნელი შედეგი – 15 მოხსნა, ქართველი ცენტრისთვის მიმდინარე სეზონში უმეტესია.
ფაჩულიამ 29 წუთში 8 ორქულიანიდან 4 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი შეუცდომლად 3-ჯერ ესროლა. 11 ქულასა და 15 მოხსნასთან ერთად ზაზამ 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. საერთო სარგებლიანობით ზაზა კრის მიდლტონთან ერთად საუკეთესო იყო ატლანტელთაგან. მიდლტონმა 37 წუთში 21 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
წაგების მიუხედავად „ატლანტა“, რომელსაც 15 მოგების წილ 16 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე რჩება. მომდევნო მატჩს ატლანტელები 29 დეკემბერს შარლოტში, „ჰორნეთსთან| გამართავენ.
gbf.ge