“ჩელსიმ” ქულები დაკარგა
ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრას საუთჰმპტონმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივ გუნდს ლონდონის “ჩელსი” ესტუმრა.
შეხვედრა კუმანის გუნდმა აქტიურად დაიწყო და მე-17 წუთზე დაწინაურდა კიდეც. ანგარიში ტადიჩის პასით მანემ გახსნა. გათამაშების ლიდერებმა გათანაბრება პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, ედენ აზარის ძალისხმევით შეძლეს. მორიგი საგოლე პასი კი სესკ ფაბრეგასმა ჩიწერა აქტივში.
მეორე ნახევარში ტაბლოზე დაფიქსირებული ერთიანები აღარ შეცვლილა. 88-ე წუთზე კი მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ. მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედანი შნეიდერლინმა ნაადრევად დატოვა.
საუთჰემპტონი 1-1 ჩელსი
გოლები: მანე 17′ (1:0); აზარი 45′ (1:1)