ინგლისი: მე-19 ტურის მიმოხილვა
Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის მე-19 ტურის მიმოხილვას.
საუთჰემპტონი – ჩელსი
ტურის ცენტრალური შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ლონდონელებმა წლის უკანასკნელ მატჩში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს.
შეხვედრა “საუთჰემპტონის” უპირატესობით დაიწყო. კუმანის შეგირდებმა ანგარიშის გახსნა მე-17 წუთზე მოახერხეს, როდესაც ტადიჩის გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულ მანეს გოლის გატანა არ გასჭირვებია. სენეგალელმა წინ გამოსულ კურტუას ბურთი თავზე გადაუგდო – 1:0.
გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და გათანაბრება ტაიმის ბოლო წუთზე შეძლეს. სესკ ფაბრეგასის გრძელი გადაცემის შემდეგ ინდივიდუალური ოსტატობით ედენ აზარმა გაიბრწყინა, რამდენიმე მერუვე ჩამოიშორა და ფორსტერს შორეულ დაბალ კუთხეში გაუტანა.
მეორე ნახევარში გოლები აღარ გასულა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთები “ჩელსიმ” რიცხობრივ უპირატესობაში გაატარა. შნეიდერლინმა მეორე ყვითლის გამო მოედანი 88-ე წუთზე დატოვა, თუმცა დარჩენილ წუთებში ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში აღარ შეცვლილა.
მანჩესტერ სიტი – ბარნლი
კონკურენტის წაფორხილებით ვერ ისარგებლა “მანჩესტერ სიტიმ”, რომელიც გუშინ “ბარნლის” მასპინძლობდა. მატჩის პირველი ტიამი მანჩესტერელთა გამარჯვერბით, 2:0 დასრულდა. 22-ე წუთზე ანგარიში დავიდ სილვამ გახსნა. 12 წუთში მასპინძელთა უპირატესობა ფერნანდინიომ გაზარდა.
მეორე ნახევრის უკვე მე-2 წუთზე “ბარლინლიმ“ სხვაობის შემცირება შეძლო – გოლი ბოიდმა გაიტანა. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წუთით ადრე კი ბარნსმა ანაგრიში გაათანაბრა.
19 ტურის შემდეგ პირველზე მყოფ “ჩელსისა” და მის მდევარ “სიტის” შორის 3-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა.
ვესტ ჰემი – არსენალი
საინტერესო გამოდგა “ბოლეინ გრაუნდზე” გამართული მორიგი ლონდონური დერბი, რომელიც “არსენალის” გამარჯვებით დასრულდა.
“მეთოფეებმა” გადამწყვეტი უპირატესობა შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოიპოვეს, როცა ჯერ 41-ე წუთზე კასორლამ დააწინაურა სტუმრები, 3 წუთში კი დანი უელბეკმა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.
“ვესტ ჰემმა” თამაშის განახლებიდან საკმაოდ სწრაფად, 54-ე წუთზე შეამცირეს სხვაობა. შჩესნის კარში ტომკინსის (რომლის თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო) გადაცემით გოლი კოიატემ გაიტანა, თუმცა მეტის გაკეთბა დიდი სემის შეგირდებმა ვეღარ მოახერხეს.
ზედიზედ მეორე დერბის წაგების გამო “ვესტ ჰემი” მეოთხედან მეექვსე პოზიციაზე დაქვეითდა, “არსენალი” კი მოწინავე ოთხეულს დაეწია და ახალ წელს მეხუთე ადგილზე შეხვდება.
2014 წლის ბოლო ინგლისური ტური დღეს, ლივერპულში დასრულდება, სადაც ადგილობრივი “წითლები” “სუონსის” უმასპინძებენ.
ტურის ყველა მატჩი
28.12 | 16:00 | ტოტენჰემი | 0:0 | მანჩესტერი | დაწვრილებით | |||
28.12 | 18:00 | საუთჰემპტონი | 1:1 | ჩელსი | დაწვრილებით | |||
28.12 | 19:00 | ვესტ ჰემი | 1:2 | არსენალი | დაწვრილებით | |||
28.12 | 19:00 | სტოკ სიტი | 2:0 | ვესტ ბრომ | დაწვრილებით | |||
28.12 | 19:00 | ქ.პ.რ. | 0:0 | კრისტალ პალასი | დაწვრილებით | |||
28.12 | 19:00 | სიტი | 2:2 | ბარნლი | დაწვრილებით | |||
28.12 | 19:00 | ჰალ სიტი | 0:1 | ლესტერ სიტი | დაწვრილებით | |||
28.12 | 19:00 | ასტონ ვილა | 0:0 | სანდერლენდი | დაწვრილებით | |||
28.12 | 20:15 | ნიუკასლი | 3:2 | ევერტონი | დაწვრილებით | |||
29.12 | 23:55 | ლივერპული | -:- | სუონსი სიტი | დაწვრილებით |