ფაჩულიას 15 ქულა და “შარლოტთან” ოვერტაიმში მოგებული მატჩი
ზაზა ფაჩულიას მორიგი შედეგიანიი მატჩი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. დაძაბულსა და დრამატულ, ოვერტაიმიან მატჩში ქართველი ცენტრის „მილუოკიმ“ სტუმრად „შარლოტ ჰორნეთსი“ 104:94 დაამარცხა, ფაჩულია კი გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
მატჩის ძირითადი დრო 93:93 დასრულდა. პირველი ტაიმის შემდეგ მილუოკელები 17 ქულით იგებდნენ, მაგრამ მეორეში ეს უპირატესობა მასპინძლებმა შედეგიანი თამაშის წყალობით გაუბათილეს. დიდი ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად, მილუოკელებმა მოახერხეს თამაშის შემობრუნება და დამატებით 5-წუთეულის 21:11 მოგებით საწადელს მიაღწიეს.
ზაზამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ის მოედანზე იყო ოვერტაიმში, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, მანამდე კი, ძირითად დროშიც ქართველი ფორვარდი მეტად სარგებლიანი იყო. ზაზამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 28:14 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა და თითო პას-დაფარება მიითვალა.
ზაზამ გამორჩეული მიზანი გამოავლინა – 7 ცდიდან 6 ორქულიანი 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.ქართველ ცენტრთან ერთად გამორჩეულად ითამაშა ახალგაზრდა გიანის ანტეტოკოუმპომ, რომელმაც 35 წუთში 16 ქულა, 8 მოსნა და 4 პასი მიითვალა. 17 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა ჯარედ დადლის.
16 მოგება და ამდენივე მაცხით „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზეა. 31 დეკემბერს ფაჩულიას გუნდი ლებონ ჯეიმსის „კლივლენდს“ უმასპინძლებს.
gbf.ge