“ჩელსი” ლონდონურ დერბიში დამარცხდა
პრემიერლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში “უაით ჰართ ლეინზე” “ტოტენჰემმა” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლა და გათამაშების ლიდერის დამარცხება შეძლო.
ანგარიში შეხვედრაში სტუმრებმა მე-18 წუთზე დიეგო კოშტას გოლით გახსნეს, თუმცა ტაიმის უკანასკნელ 15 წუთში “ტოტენჰემმა” მეტოქეს კეინის, როუზის და ტაუნსენდის ძალისხმევით სამი გოლი გაუტანა და შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.
მატჩის განახლებიდან 7 წუთში კეინმა დუბლი შეასრულა და უპირატესობაც კიდევ უფრო გაიზარდა. “ჩელსიმ” თამაშში დაბრუნება ედენ აზრის მიერ 61-ე წუთზე გატანილი გოლით სცადა, თუმცა მალევე ჩადლიმ მეხუთე გოლი გაიტანა კურტუას კარში. დარჩენილ დროში “არისტოკარტებმა” ტერის გოლით სხვოაბის შემცირება შეძლეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 5:3.
ტოტენჰემი 5-3 ჩელსი
გოლები: დიეგო კოშტა 18′ (0:1); კეინი 30′ (1:1); როუზი 44′ (2:1); ტაუნსენდი 45′ (3:1); კეინი 52′ (4:1); აზარი 61′ (4:2); ჩადლი 78′ (5:2); ტერი 87′ (5:3)