ბალოტელი: „ლივერპულს“ ჯერარდის შემცვლელის პოვნა გაუჭირდება“
„ლივერპულის“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ თავისი გუნდის კაპიტნის სტივენ ჯერარდის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ დღეს სტივიჯის ზაფხულში მერსესაიდული კლუბიდან წასვლა ოფიციალურად დადასტურდა.
„ვთვლი, რომ ჯერარდი პირლოს არაფერს უთმობს. მას ასეთივე ტექნიკა და უნარები გააჩნია. სტივს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, იგი განსაკუთრებული ფეხბურთელია. „ლივერპულს“ მისი შემცვლელის პოვნა გაუჭირდება“, – განაცხადა სუპერმარიომ.