პრიმერა: მე-17 ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის პრევიუს.
ატლეტიკო – ლევანტე
2015 წლის პირველი პრიმერული მატჩი მადრიდში შედგება, სადაც “ატლეტიკო” “ლევანტეს” მიიღებს. ამ წყვილში ფავორიტი რა თქმა უნდა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია. რთული წარმოსადგენია, რომ პაკო ალკასერის შეგირდებმა მადრიდელებს პრობლემები შეუქმნან.
“ატლეტიკოში” მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ფერნანდო ტორესი დაბრუნდა. ფებურთელ ბოლო წლები წარუამტებელი ჰქონდა, თუმცა მადრიდში მას ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებდნენ. დიდი ალბათობით, დღევანდელ მატჩში მისი თამაში ვერ მოესწრება, თუმცა დროსთან ერთად დიეგო სიმეონე მას სათამაშო პრაქტიკას აუცილებლად მისცემს.
სოსიედადი – ბარსელონა
საკმაოდ საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს სან-სებასტიანი, სადაც ადგილობრივ “რეალ სოსიედადს” “ბარსელონა” ესტუმრება.
მასპინძებმა წელს დაამტკიცეს, რომ საკუთარ მოედანზე გრანდებთან ჭიდილი შეუძლიათ. “ანოეტეზე” მიმდინარე სეზონში ორივე მადრიდული კლუბი, “ატლეტიკოც” და “რეალიც” დამარცხდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსას” იოლი გასეირნება არ ექნება. სხვა საქმეა, რომ ამ წარმატებებთან დევიდ მოიესს არანაირი კავშირი არ აქვს. შოტლანდიელი სპეციალისტის თავკაცობით “სოსიედადმა” მხოლოდ ერთხელ მოიგო და ისიც მთავარ აუტსაიდერთ “ელჩესთან”.
“ბარსელონას” მთავარი მინუსი მიმდინარე სეზონში სტუმრად თამაშია. საშინაო შეხვედრებში კატალონიელები მეტოქეებს არ ინდობენ, აი გასვლაზე კი გუნდს პრობლემები ექმნება. ამიტომ, სან-სებასტიანში მართლაც საინტერესო დაპირისპირების მოლოდინში უნდა ვიყოთ.
ვალენსია – რეალი
ტურის ცენტრალური მატჩი “მესტალიაზე” შედგება, სადაც ერთმანეთს “ვალენსია” და “რეალი” დაუპირისპირდებიან.
მასპინძები საახაწლოდ ენცო პერესით გაძლიერდნენ. “ბენფიკას” ყოფილი მოთამაშის განაცხადში შეყვანაც მოესწრო და დღევანდელ შეხვედრაში მისი მოედანზე გამოჩენის ალბათობაც დიდია.
მართალია, ბუკმეიკერთა აზრით “რეალი” შეხვედრაში აშკარა ფავორიტია, თუცმა ანჩელოტის გუნდს იოლი მატჩი რომ არ ელის ფაქტია. ამაზე თუნდაც “ვალენსიას” მიერ “ბარსელონასთან” ჩატარებული მატჩი მეტყველებს. კატალონიელებმა ნუნუს გუნდს ბოლოს მაინც სძლიეს, თუმცა “ღამურებმა” გრანდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. საერთოდაც, მცირე ჩავარდნას თუ არ ჩავთვლით “ვალენსია” წელს საკმაოდ სტაბილური და სიმპათიური გუნდია.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
03.01 | 19:00 | ატლეტიკო | 1.25 | 5.75 | 12.00 | ლევანტე | დაწვრილებით | |
03.01 | 21:00 | სევილია | 1.75 | 3.60 | 4.55 | სელტა | დაწვრილებით | |
03.01 | 23:00 | ელჩე | 4.55 | 3.35 | 1.85 | ვილიარეალი | დაწვრილებით | |
04.01 | 1:00 | დეპორტივო | 2.85 | 3.20 | 2.52 | ბილბაო | დაწვრილებით | |
04.01 | 1:00 | მალაგა | 1.50 | 4.05 | 6.50 | ალმერია | დაწვრილებით | |
04.01 | 15:00 | ხეტაფე | 2.25 | 3.30 | 3.20 | რაიო | დაწვრილებით | |
04.01 | 20:00 | ვალენსია | 5.75 | 4.20 | 1.55 | რეალი | დაწვრილებით | |
04.01 | 22:00 | ესპანიოლი | 1.85 | 3.40 | 4.45 | ეიბარი | დაწვრილებით | |
04.01 | 23:55 | სოსიედადი | 9.25 | 4.95 | 1.35 | ბარსელონა | დაწვრილებით | |
05.01 | 23:55 | კორდობა | 2.45 | 3.15 | 3.00 | გრანადა | დაწვრილებით |