ჯაბა კანაკავა, ლიონელ მესი და 2014 წლის კიდევ ხუთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი
სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ 2014 წლის განმავლობაში ფეხბურთში მომხდარი შვიდი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი დაასახელა.
1. ფრენკ ლამპარდის გოლი “ჩელსის” კარში”
2014 წლის ზაფხულში ფრენკ ლამპარდმა ლონდონის “ჩელსი” დატოვა და “ნიუ იორკ სიტისთან” კონტრაქტი გააფორმა. ბევრისათვის მოულოდნელად, ინგლისელი ნახევარმცველი იჯარით “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა, შემდეგ კი ისე მოხდა, რომ ახალ კლუბის მაისურით სადებიუტო გოლი ყოფილი გუნდის, “ჩელსის” კარში გაიტანა.
2. სერხიო რამოსის გოლი მადრიის “ატლეტიკოს” კარში
გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სერხიო რამოსმა “ატლეტიკოს” კარში გოლი 93-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 1:1 გახადა. ამ გოლის შემდეგ დამატებითი ტაიმები დაინიშნა, სადაც “სამეფო კლუბმა” წარმატებას მიაღწია და საბოლოოდ, თასსაც ანჩელოტის შეგირდები დაეუფლნენ.
“ეს გოლი ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო”, – თქვა რამოსმა.
3. პირლოს გამარჯვების მომტანი გოლი ტურინულ დერბიში
30 ნოემბერს, იტალიის სერია A-ში ტურინული დერბი გაიმართა. 93-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ანდრეა პირლომ შორეული დარტყმით მეტოქის კარი დალაშქრა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
4. მესიმ ტელმო სარას რეკორდი დაამხო
2014 წელს მესისთვის არაერთი მნიშნველოვანი რამ მოხდა, მაგრამ ყველაზე გამორჩეული ის იყო, რომ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ტელმო სარას რეკორდი დაამხო და ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდა.
5. ბრაზილიის ნაკრების დამწუხრებული გულშემატკივარი
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ბრაზილიის ნაკრები გერმანელებთან ანგარიშით 1:7 დამარცხდა. კამერებმა კი ემოციური კადრის დაფიქსირებაც მოახერხეს.
6. დანი ალვეშის პასუხი რასიზმს
“ვილიარეალის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელ ფეხბურთელს დანი ალვეშს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს, პასუხი კი ასეთი იყო:
7. ჯაბა კანკავამ ოლეგ გუსევი გადაარჩინა
2014 წელს უკრაინის ჩემპიონატში “დნიპროსა” და კიევის “დინამოს” შორის გამართულ შეხვედრაში ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ კიეველთა ფეხბურთელის ოლეგ გუსევის გადარჩენა შეძლო.