“ლივერპული” სტერლინგთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს
ბრიტანული “ტელეგრაფის” ცნობით, “ლივერპულის” შემტევი ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი იანვრის ბოლოს კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
მას შემდეგ, რაც გუნდის კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ ზაფხულში კლუბს დატოვებს, “ლივერპულის” მომავალ ლიდერად სწორედ სტერლინგს მოიაზრებენ.
წყაროს ცნობით, მერსისაიდელებს სურთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელისადმი სრული ნდობა გამოავლინონ და მას გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობენ. კერძოდ, საუბარია მხარეებს შორის მოქმედი შრომითი ხელშეკრულების 2020 წლამდე გახანგრძლივებაზე.
შეგახსენებთ, რომ რაჰიმ სტერლინგს “ლივერპულთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წელს ეწურება.