პირველი წრის შეჯამება: გურია
Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საუბარი ლანჩხუთის “გურიაზე” გვექნება.
გურულებს უმაღლესში დაბრუნების შემდეგ ფინანსური პრობელმების მოგვარებას ვერ ახერხებენ. გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონის სტარტი იყო. უფულობის გამო გუნდი ჩემპიონატში ფაქტობრივად შეკრების გარეშე ჩაერთო. თუმცა, ტრადიციულად უფულო “გურიამ” წლევანდელი გათამშების პირველი ეტაპიც ღირსეულად ჩაამთავრა.
ჩავარდნილმა მოსამზადებელმა ეტაპმა სეზონის სასტარტო ტურებში იჩინა თავი. საწყის ოთხ შეხვედრაში “გურიამ” ერთი გოლიც ვერ გაიტანა და მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. თუმცა, გურულებმა ნელნელა ფორმა აღიდგინეს, შეთამშდნენ და ნავსი მეხუთე ტურში, ფოთის “კოლხეთთან” მოპოვებული გამარჯვებით გატეხეს. ამ შეხვედრამ 6-მატჩიან წაუგებელ სერიას დაუდო საფუძველი.
წარმატებული იყო სეზონის დასკვნითი ნაწილიც. ბოლოსწინა ტურში ლორიას შეგირდებმა თბილისში “დინამოს” დამარცხება შეძლეს, რაც იოლი საქმე ნამდვილად არაა. უნდა ითქვას, რომ ასეთი თამაშით გუნდი მეათეზე უკეთეს პოზიციას იმსახურებდა. გუნმდა მხოლოდ 4 მატჩი წააგო, იმედნივე რამდენიც გათამაშების ლიდერ “დინამოს” აქვს წაგებული, თუმცა “გურიას” საკმაოდ ბევრი, 7 ფრე ითამაშა და მნიშვნელოვანი ქულებიც დაკარგა. ამავე დროს აღსანიშნავია ისიც, რომ უმეტეს შემთხვევებში გურულები მარცხდებოდნენ და გათანაბრებას ახერხებდნენ, რაც მათი ხასიათის სიმტკიცეზე და ბრძოლისუნარიანობაზე მეტყველებს.
წარუამტებელი გამოდგა “გურიას” სათასო ასპარეზობა. ლანჩხუთელები გათამაშებას პირველივე ეტაპზე, თერჯოლის “საპოვნელასთან” პენალტების სერიაში განცდილი მარცხის შემდეგ გამოეთიშნენ.
პირველ ეტაპზე გუნდის წამყვანი ძალა ორი გამოცდილი ნახევარმცველი, ალექსანდრე კოშკაძე და კობა შალამბერიძე იყვნენ. კოშკაძემ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გატანილი ორი გოლიდან ერთი “დინამოს” კარში შეაგდო. შალამბერიძემ კი პირველი ეტაპის ყველა მატჩში ითამაშა და საკუთარ გუნდს 5 გოლით დაეხმარა.