დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულს სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
იუვენტუსი პოგბას უშვებს
“იუვენტუსი” მზად არის პოლ პოგბას შეელიოს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მანჩესტერულ გრანდებთან ერთად ლონდონის “ჩელსიც” იჩენს. თავის მხრივ ტურინელები პოგბას შემცვლელად მარკო ვერატის მოიაზრებენ.
ედეგორი უპირატესობას აიაქსს ანიჭებს
16 წლის ნორვეგიელი ტალანტი მარტინ ედეგორი კარიერას დიდი ალბათობით “აიაქსში” გააგრძელებს. ამსტერდამულ კლუბში ნახევარმცველს სათამაშო პრაქტიკის გარანტიებს აძლევენ.
სანდერლენდი იდეიეთი დაინტერესდა
“სანდერლენდის” ინტერესთა სფეროში ბრაუნ იდეიე მოხვდა, რომელმაც პირველი წრე “ვესტ ბრომვიჩის” შემადგენლობაში წარუამტებლად ჩაატარა. კიევის “დინამოდან” 10 მილიონად გადაბირებულმა ნიგერიელმა 12 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.
სიტი დრაქსლერისთვის იბრძოლებს
“მანჩესტერ სიტი” “შალკეს” ფეხბურთელით, იულიან დრაქსლერით დაინტერესდა. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა გერმანელ კოლეგებს მოთამაშის სანაცვლოდ 25 მილიონ გირვანქას უხდის.
მილანს კლოზე სურს
“მილანმა” და “ლაციომ” იანვარში შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. შეთანხმების შედეგას მილანურ კლუბში მიროსლავ კლოზე აღმოჩნდება, ხოლო “ლაციოს” მაისურს ჯამპაოლო პაცინი მოირგებს.