“ჩიხურა” “ზესტაფონის” ფეხბურთელებით გაძლიერდა
საჩხერის “ჩიხურაში” კარიერას “ზესტაფონის” ორი ფეხბურთელი გააგრძელებს.
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ სოსო ფრუიძის გუნდის ღირსებას ახალი წლიდან ლევან შარიქაძე და მიშიკო სარდალიშვილი დაიცავენ.
შეგახსენებთ, “ზესტაფონში” არსებული ფინანსური პრობლემების გამო გუნდი ფაქტობრივად ყველა მოთამაშემ დატოვა. იმერული კლუბის ბედი უახლოეს მომავალში გაირკვევა.