იტალია: მე-17 ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია A-ს მე-17 ტურის პრევიუს.
ლაციო – სამპდორია
2015 წლის პირველი ტურის სასტარტო შეხვედრას “სტადიო ოლიმპიკო” უმასპინძლებს, სადასც “ლაციოს” “სამპდორია” ესტუმრება. გამარჯვების შემთხვევაში რომაელები მესამე საფეხურს გაიმაგრებენ, ხოლო წარუამტებელი შედეგის პირობებში კი მას კონკურენტს დაუთმობენ.
“სამპდორია” ამ მნიშვნელოვან შეხვედრას გაბიადინის გარეშე ხვდება, რომელიც კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს. გენუელებისთვის ეს სერიოზული დანაკლისია. თუმცა, სინიშა მიხაილოვიჩი თვლის, რომ გუნდის თამაშზე მისი ერთ-ერთი ლიდერის წასვლა გავლენას არ მოახდენს და წამყვან როლებზე გასვლას სხვა მოთამაშეები შეძლებენ.
უდინეზე – რომა
ახალი წელი “რომასთავის” უდინეში იწყება, სადაც მაოხლოებულ ტურში ტოტი და კომპანია ადგილობრივ “უდინეზეს” ესტუმრებიან.
ბუნებრივია, ცხრილის შუა ნაწილში მყო გუნდთან ფავორიტი რა თქმა უნდა “რომაა”. გარსიას გუნდისთვის გასული წლის ბოლო ტურები მაინც და მაინც წარმატებულად ვერ ჩაითვლება. ამიტომ, ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
2014 წლის დასკვნითი პერიოდი არც “უდინეზესთვის” იყო წარმატებული. უკანასნკელ 8 ტურში სტრამაჩიონის გუნდმა მხოლოდ ერთხელ მოიგო, თუმცა ის გამარჯვება “უდინეზემ” მილანში, “ინტერთან” იზეიმა.
იუვენტუსი – ინტერი
ტურის ცენტრალური დაპირისპირება ტურიში გაიმართება, სადაც “იუვენტუსი” მილანის “ინტერს” უმასპინძლებს.
ტრადიციულ მეტოქეებს შორის სხვაობა 10 პოზიცია და 18 ქულაა. თუმცა, ამ გუნდების დაპირისპირების დროს ამას განსაკთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება და სატურნირო მდგომარეობა მეორე პლანზე გადადის.
მანჩინის მოსლვის შემდეგ “ინტერის” თამაში განსაკუთრებულად არ გაუმჯობესებულა. თუმცა, ზამთრის არდადეგების დროს გამოცდილ სპეციალისტს გარკვეული სიახლეების დანერგვის მცდელობა ექნებოდა. გამოვიდა თუ არა რაიმე ამ საქმიდან ტურინში გამოჩნდება.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
05.01 | 23:45 | ლაციო | 1.85 | 3.30 | 4.85 | სამპდორია | დაწვრილებით | |
06.01 | 15:30 | უდინეზე | 3.85 | 3.30 | 2.05 | რომა | დაწვრილებით | |
06.01 | 18:00 | პარმა | 3.85 | 3.30 | 2.05 | ფიორენტინა | დაწვრილებით | |
06.01 | 18:00 | პალერმო | 2.00 | 3.35 | 4.00 | კალიარი | დაწვრილებით | |
06.01 | 18:00 | მილანი | 1.67 | 3.75 | 5.40 | სასუოლო | დაწვრილებით | |
06.01 | 18:00 | ჯენოა | 2.05 | 3.25 | 4.00 | ატალანტა | დაწვრილებით | |
06.01 | 18:00 | ემპოლი | 2.10 | 3.25 | 3.75 | ვერონა | დაწვრილებით | |
06.01 | 18:00 | კიევო | 2.80 | 3.00 | 2.75 | ტორინო | დაწვრილებით | |
06.01 | 21:00 | ჩეზენა | 7.50 | 4.50 | 1.45 | ნაპოლი | დაწვრილებით | |
06.01 | 23:55 | იუვენტუსი | 1.58 | 3.85 | 6.80 | ინტერი | დაწვრილებით |