ფაჩულიას 7 ქულა, 8 მოხსნა და დასანანი მარცხი ფინიქსში
ზაზა ფაჩულიას გუნდმა ფინიქსში, „სანსთან“ ჩატარებული მატჩი დათმო. მილუოკელებს იოლად არაფერი დაუთმიათ – ტრადიციულად ბოლომდე იბრძოლეს და მატჩი დაძაბულ ორთაბრძოლაში, ბოლო წუთებზე წააგეს –96:102.
ქარველმა ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთი ითამაშა. ფაჩულიამ 7 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, თუმცა ბურთი 6-ჯერ დაკარგა. ზაზამ 7-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ბომბარდირი 26 ქულის მიმთვლელი ბრენდონ ნაითი გახდა, გიანის ანტეტოკოუმპომ კი ორმაგი დუბლი – 16 ქულა და 12 მოხსნა გაიფორმა.
უკვე მერამდენედ – „მილუოკის“ მოგებ-წაგებები ერთმანეთს გაუთანაბრდა და დღესდღეობით 18/18 შეადგენს. ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზეა. მე-7-ზე მყოფ „ბრუკლინს“ 16 მოგება და 18 წაგება აქვს, ხოლო მე-5 „კლივლენდის“ მოგებ-წაგებები 19-16-ზეა.მილუოკელები ფინიქსიდან ფილადელფიაში გადაინაცვლებენ და 7 იანვარს „სიქსერსს“ გაეჯიბრებიან.
gbf.ge