სუსო „მილანში“ სეზონის ბოლოს გადავა
ბოლო დროს „ლივერპულის“ ნახევარმცველის სუსოს „მილანში“ ტრანსფერის თაობაზე ბევრი იწერებოდა.
საბოლოოდ, დღეს აღნიშნული ინფორმაცია „როსონერის“ ოფიციალურმა არხმა დაადასტურა. როგორც ცნობილია, 21 წლის ესპანელი იტალიურ კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება. სავარაუდოდ, მხარეები 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ.
ცნობისთვის, სუსო 2010 წელს „კადისიდან“ „ლივერპულის“ აკადემიაში ჩაირიცხა. 2012 წლიდან ესპანელი მერსესაიდელთა პირველ გუნდში ირიცხებოდა. გასულ სეზონში სუსო იჯარით „ალმერიაში“ თამაშობდა.